მეორე ნეშტთა 20:21
20. აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა და განსლვასა მას დადგა იოსაფატ, ღაღად-ყო და თქუა: ისმინეთ ჩემი იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა! ერწმუნენით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, გერწმუნოს თქუენ, გრწმენინ წინაწარმეტყუელისა მისისა და წარგემართოს თქუენ21. და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.22. და ვითარცა იწყეს ესეოდენ გალობად აღსარებისა, მოსცა უფალმან ბრძოლად ძეთა ამონისთა მოაბსა ზედა და მთისა სეირისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს იუდასა ბრძოლად და ივლტოდეს.
მეორე ნეშტთა თავი 20