მეორე ნეშტთა 20:22
21. და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.22. და ვითარცა იწყეს ესეოდენ გალობად აღსარებისა, მოსცა უფალმან ბრძოლად ძეთა ამონისთა მოაბსა ზედა და მთისა სეირისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს იუდასა ბრძოლად და ივლტოდეს.23. და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.
მეორე ნეშტთა თავი 20