მეორე ნეშტთა 20:24
23. და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.24. და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.25. და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.
მეორე ნეშტთა თავი 20