მეორე ნეშტთა 20:25
24. და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.25. და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.26. და დღესა მას მეოთხესა შეკრბეს ღელესა მას კურთხევისასა, რამეთუ მუნ აკურთხეს უფალი, ამისთჳს დასდვეს ადგილსა მას სახელი ღელე კურთხევისა ვიდრე აქა დღემდე.
მეორე ნეშტთა თავი 20