მეორე ნეშტთა 5:11
10. და არა რა იყო სხუა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი, რომელნი დასხნა მოსე ქორებს, რომელი-იგი მოსცა სჯული უფალმან გამოსლვასა მას ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ეგჳპტით.11. და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.12. და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.
მეორე ნეშტთა თავი 5