მეორე ნეშტთა 5:12
11. და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.12. და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.13. და იყო ერთ ჴმაჲ ნესტუებისა მის და გალობისა ჴმათა ყოველთა ერთ ჴმა. აღსარებად და ქადაგებად უფლისა და ვითარცა აღიმაღლეს ჴმაჲ ნესტუთა და წინწილთა და ებნითა და ფსტჳრითა მით საგალობელითა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. და სახლი იგი აღივსო ღრუბლითა დიდებისა უფლისათა
მეორე ნეშტთა თავი 5