მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე ნეშტთა 6:30

29. და ყოველი ლოცვა და ყოველი ვედრებაჲ, რომელი-რა იყოს ყოვლისა კაცისა და ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, უკუეთუ ცნას კაცმან შინება გულსა თჳსსა და უძლურებაჲ თჳსი და განიპყრნეს ჴელნი თჳსნი სახლსა ამას შინა.30. და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,31. რათა ეშინოდის გზათა შენთათჳს ყოველთა დღეთა, რაოდენთაცა ცოცხალ იყუნენ იგინი პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელი მოეცა მამათა ჩუენთა.
მეორე ნეშტთა თავი 6
30. და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

...ეთმე მწიგნობართა თქუეს გულთა თჳსთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენ-თა?“ (9,3-4).

ხოლო ცნობაჲ დაფარულთა გულისათაჲ ჭეშმარიტად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ იცნი გულნი ჩუენნი მხოლომან“; და კუალად იტყჳს: „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, ღმერთი მართალი“; და კუალად წერილ არს: „კაცი პირსა განიცდინ და ღმერთი - გულსა“. და ესე მრავალკერძო საცნაურ არს, ვითარმედ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს განცდაჲ გონებათაჲ. ხოლო ქრისტემან რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ღმერთი არს თანასწორი მამისაჲ, ამისთჳს რომელსა იგინი ზრახვიდეს გულთა შინა თჳსთა და არა გამოაცხადებდეს, რამეთუ ეშინოდა ერისა მისგან, გამოუცხადა მათ და გულისსიტყუანი მათნი საცნაურ-ყვნა და ჰრქუა მათ სახიერებით: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა“ და შეპყრობილ ხართ ორითა სენითა ბოროტითა: შურითა და ურწმუნოებითა? ამისთჳსცა ესერა პირველსა მას ზედა სხუასაცა სასწაულსა წინაგიყოფ გულსავსეყოფად ურწმუნოებისა თქუენისა და გამოგიცხადებ დაფარულსა გულთა თქუენთასა და მას ზედ...

სრულად ნახვა