მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).

თჳსად ქალაქად ამას ადგილსა კაპერნაუმსა იტყჳს, რამეთუ ბეთლემს იშვა და ნაზარეთს აღიზარდა და მერმე დაუტევა ნაზარეთიო და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს. ამას უკუე სახელ-სდვა აწ მახარებელმან თჳსა ქალაქად.

ხოლო განრღუეული ესე სხუაჲ არს და არა იგი, რომლისათჳს იოვანე იტყჳს, რამეთუ იგი საბანელსა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“1 იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა ესე.

გულისჴმა-ყავთ უკუე სიმდაბლე მეუფისაჲ და სახიერებაჲ, რამეთუ პირველ, იხილა რაჲ შეკრებაჲ ერისა მის ფრიადისაჲ, წიაღვლო მიერ; მერმე, ჰრქუეს რაჲ გერგესეველთა მათ წარსლვად საზღვართაგან მათთა, წარვიდა სახიერებით და არარას წინააღუდგა; და ენება რაჲ წიაღსლვაჲ ზღჳსაჲ მის, ნავად აღვიდა, რომელსა ეძლო ფრჴივცა წიაღსლვაჲ. რამე-თუ არა უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.

ხოლო განრღუეულისა მისთჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე“. და სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და გარდაუტევეს იგი წინაშე იესუჲსა,2 და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, უძლურისაჲცა და მოღუაწეთაცა მისთაჲ (რამეთუ ორთასავე მოასწავებს სარწმუნოებასა, გარნა უმეტესი განრღუეულისაჲ მის იყო), ამისთჳსცა ესმა სანატრელი იგი და საწადელი ჴმაჲ სახიერისა უფლისაჲ: „ნუ გეშინინ, შვილო, მიგე-

1 იოან. 5,6. 2 მარკ. 2,4; ლუკ. 5,19.

ტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ჵ სიტყუაჲ ესე ტკბილი და სასურველი! ჵ ვინმცა მასმინა ჴმაჲ ესე დიდებული! გარნა შენ, სახიერო მეუფეო, თქუ ჩემდა მომართცა აურაცხელისა წყალობისა შენისათჳს, რამეთუ ყოველივე ძალგიც, მაცხოვარო!

არამედ ესეცა ჩუენ ზედა არს, ძმანო, უკუეთუ შორს-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ბოროტთაგან და შეუვრდეთ მას სარწმუნოებითა მჴურვალითა, თქუას ჩუენდა მომართცა: „მიგეტევნენ ცოდვანი“, რამეთუ წადიერ არს იგი მიუთხრობელისა მის სახიერებისა მისისათჳს მოტევებად ცოდვათა ჩუენთა, და მიზეზსა ოდენ ეძიებს ჩუენ მიერ შეწყალებად ჩუენდა უხუად მომნიჭებელი იგი.

„ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ჴელმწიფებითა დიდითა განხეთქნა ჴელისწერილნი ცოდვათანი, რაჲთა აჩუენოს სწორებაჲ და ერთარსებაჲ მისი მამისა თანა. და ესრეთ გულისჴმა-ყავ: პირველად აჩუენა მოძღურებისა მის მიერ, რამეთუ იყო სწავლაჲ მისი, ვითარცა ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ; მერმე აჩუენა კეთროვნისა მის მიერ, რამეთუ ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ კუალად აჩუენა ასისთავისა მიერ, რაჟამს თქუა მან, ვითარმედ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ჩემი“. და სთნდა უფალსა სიტყუაჲ მისი და აქო სარწმუნოებაჲ მისი; მერმე აჩუენა, რაჟამს სიტყჳთ ხოლო და ბრძანებითა აღჳრ-ასხნა ზღუასა მას; კუალად აჩუენა განსხმითა მით ეშმაკთაჲთა დიდითა ჴელმწიფებითა, რაჟამს თჳთ იგინი აღიარებდეს მას ძედ ღმრთისა.

ხოლო აწ ამას ადგილსა სხჳთა უაღრესითა და უზეშთაესითა სახითა განაგო, რაჲთა თჳთ მათ მტერთა აღიარონ სწორებაჲ მისი მამისა თანა, და მათითა პირითა აღმოათქუმია დიდებაჲ მისი, რამეთუ თავადი სახითა სიმდაბლისაჲთა აღასრულებდა საქმესა თჳსსა. ამისთჳსცა რაჟამს-იგი კრებული ერისა დიდისაჲ იყო გარემო მისა, ვიდრეღა შესლვად ვერ ჴელ-ეწიფებოდა და სართულით გარდაუტევეს განრღუეული იგი, არა შეისწრაფა განკურნებად ჴორციელისა მის სნეულებისა, არამედ პირველად უხილავნი იგი წყლულებანი სულისანი განკურნნა მიტევებითა ცოდვათაჲთა, რომელ-ესე უძლურსა მას დიდად სარგებელ ეყოფებოდა, ხოლო იესუს არარას ქებასა მოატყუებდა ერისა მისგან უხილავობისათჳს სასწაულისა მის.

ხოლო მწიგნობარნი იგი, აღვსებულნი შურითა, ისწრაფდეს ბრალობისა დადებად მის ზედა და უნებელად მათდა გამოაცხადეს ყოველთა ზედა საკჳრველებაჲ იგი; რამეთუ ჴელოანმან მან ყოველსა ზედა ესეცა სიბრძნით განაწესა, რაჲთა შური იგი მათი განმაცხადებელად საკჳრველებისა მის იქმნას. რამეთუ ვინაჲთგან ამბოხებდეს იგინი და იტყოდეს, ვითარმედ: „ესე გმობს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“1 იხილეთ, რაჲ მიუგო მათ: არა განაქარვა იჭჳ იგი მათი, არცა

1 მარკ. 2,7.

ჰრქუა, თუ: რაჲსათჳს მწამებთ ესევითარსა ამას საქმესა, რამეთუ არა არს ჩემ თანა ესევითარი ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად დაამტკიცა სიტყუაჲ იგი სიტყჳთა თჳსითა და აღსრულებითა მით სასწაულისაჲთა, რაჲთა მათვე მიერ, მტერთა მათ და მბრძოლთა, ესმას ერსა მას საკჳრველებაჲ იგი, არა თჳსთაგან ხოლო. რამეთუ ქადაგეს დიდებაჲ მისი მადიდებელთა მისთა, კეთროანმან მან და ასისთავმან, და აწ მტერთაცა და წინააღმდგომ-თა აღმოთქუეს, დაღაცათუ არა უნდა; რამეთუ თქუეს რაჲ, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?“ მიუგო უფალმან და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუასაცა ადგილსა, ეტყოდეს რაჲ ჰურიანი, ვითარმედ: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“,1 არა დაჰჴსნა სიტყუაჲ იგი მათი, არამედ უფროჲსად დაამტკიცა და ჰრქუა: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი; უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენენ“.2 ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან იგინი იგონებდეს, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა“, თავადმან სხუაჲცა სასწაული ღმრთეებისა თჳსისაჲ აჩუენა და სახე დიდი მამისა თანასწორებისაჲ. რამეთუ იგინი იგონებდეს, თუ მიტევებაჲ ცოდვათაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ხოლო თავადმან დაფარულნიცა გულთა მათთანი გამოაცხადნა, რომელ ესეცა ღმრთისა საქმე არს. რამეთუ მათ სიტყუაჲ ესე არა გამოაცხადეს, არამედ გულთა შინა იგონებდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მუნ ვიეთმე მწიგნობართა თქუეს გულთა თჳსთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენ-თა?“ (9,3-4).

ხოლო ცნობაჲ დაფარულთა გულისათაჲ ჭეშმარიტად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ იცნი გულნი ჩუენნი მხოლომან“;3 და კუალად იტყჳს: „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, ღმერთი მართალი“;4 და კუალად წერილ არს:

1 იოან. 10,33. 2 იოან. 10,37-38. 3 2 ნშტ. 6,30. 4 ფსალმ. 7,10.

„კაცი პირსა განიცდინ და ღმერთი - გულსა“.1 და ესე მრავალკერძო საცნაურ არს, ვითარმედ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს განცდაჲ გონებათაჲ. ხოლო ქრისტემან რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ღმერთი არს თანასწორი მამისაჲ, ამისთჳს რომელსა იგინი ზრახვიდეს გულთა შინა თჳსთა და არა გამოაცხადებდეს, რამეთუ ეშინოდა ერისა მისგან, გამოუცხადა მათ და გულისსიტყუანი მათნი საცნაურ-ყვნა და ჰრქუა მათ სახიერებით: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა“ და შეპყრობილ ხართ ორითა სენითა ბოროტითა: შურითა და ურწმუნოებითა? ამისთჳსცა ესერა პირველსა მას ზედა სხუასაცა სასწაულსა წინაგიყოფ გულსავსეყოფად ურწმუნოებისა თქუენისა და გამოგიცხადებ დაფარულსა გულთა თქუენთასა და მას ზედა სხუასაცა შევსძინებ - განკურნებასა მას განრღუეულისასა. აწ უკუე „რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!“

ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესრეთ არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რომელი უადვილეს არს, მიტევებაჲ ცოდვათა სულისათაჲ ანუ განკურნებაჲ უძლურებასა ჴორცთასა? ჰე, ჭეშმარიტად განკურნებაჲ ჴორცთაჲ უადვილეს არს, რამეთუ რაოდენ სული უაღრეს არს ჴორცთასა, ეგოდენ მიტევებაჲ ცოდვათაჲ უზეშთაეს არს კურნებასა ჴორცთასა. არამედ ვინაჲთგან იგი უხილავი არს და ესე - ხილული, ამისთჳს წინაგიყოფ უდარესსა ამას და ხილულსა სასწაულსა, რაჲთა ამისგან გრწმენეს უხილავი იგი და უაღრესი.

ესრეთ თქუა და მეყსეულად უბრძანა განრღუეულსა მას აღდგომაჲ და აღებაჲ ცხედრისაჲ და წარსლვაჲ სახედ თჳსად, რაჲთა საქმით გამოაჩინოს თქუმული იგი იოვანესი, რომელსა იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“,2 და კუალად თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: „მან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნეს“.3

ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ადგილსა არა განაქარვებს სიტყუასა მათსა, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა, არამედ უფროჲსად დაამტკიცებს ჭეშმარიტებასა წყაროჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, რამეთუ არა თქუა, თუ: სხჳსა მიერ უჴმს ძესა კაცისასა მოღებაჲ ამის ჴელმწიფებისაჲ, ანუ თუ: მოცემულ არს მისდა, არამედ: „რაჲთა იცოდითო, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა მიტევებად ცოდვა-თა“, აჰა ესერა განვჰკურნებ განრღუეულსა ამას. და ვითარცა-იგი ზემო აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი განწმედითა მით კეთროვნისაჲთა და განკურ-

1 1 მეფ. 16,7. 2 იოან. 1,29. 3 შდრ. ესაია 53,4.

ნებითა უძლურთაჲთა და შერისხვითა ზღჳსაჲთა და განდევნითა ეშმაკთაჲ-თა, ეგრეთვე აქა - მიტევებითა ცოდვათაჲთა. ხოლო სახედ მიტევებისა მის ცოდვათაჲსა ქმნა განკურნებაჲ იგი განრღუეულისაჲ და სახედ კურნებისა მისისა აჩუენა აღებაჲ იგი ცხედრისაჲ, რაჲთა ყოველთა იხილონ და ჰრცხუენეს ურწმუნოთა მათ და მედგართა, და რაჲთა ვერვინ უძლოს თქუმად, თუ არა ჭეშმარიტად და სრულებით იქმნა კურნებაჲ მისი. ხოლო განკურნა რაჲ მკურნალმან მან ჴელოანმან სნეული იგი უკურნებელი, უბრძანა წარსლვაჲ სახედ თჳსა ცხედრითურთ, რაჲთა მოწამენი იგი უძლურებისანი იყვნენ მოწამე კურნებისა მისისა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მენება შენითა კურნებითა კურნებაჲ მათი, რომელნი-ესე სულითა სნეულ არიან, ხოლო ვინაჲთგან არა ჰნებავს, წარვედ სახედ შენდა და მუნ ქადაგებდი დიდებასა ღმრთისასა.

ჰხედავა, ვითარ გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სულთა და ჴორცთაჲ? რამეთუ ორისავე მის არსებისა განრღუეულებაჲ და უძლურებაჲ განკურნა და კურნებაჲ იგი უხილავისაჲ მის ხილულისა მის მიერ საცნაურ-ყო. გარნა ერი იგი ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს გონებითა და ვერარას მაღალსა გულისჴმა-ჰყოფდეს. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი: „იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“. დაღაცათუ საქმენი მისნი ღმრთეებასა მისსა წამებდეს, არამედ ხილვისა მისთჳს ჴორცთაჲსა კაცად სახელ-სდებდეს უმეცარნი იგი. ხოლო ქრისტემან არა შეჰრისხნა ამას ზედა, რამეთუ არა სიტყუათა მიერ, არამედ საქმეთა ენება აღმაღლებაჲ გონებათა მათთაჲ და მოყვანებაჲ მათი გულისჴმის-ყოფად ღმრთეებისა თჳსისა.

ხოლო აწ ესეცა კეთილ იყო, რომელ იცნეს იგი, ვითარცა უზეშთაესი ყოველთა კაცთასა და ღმრთისაგან მოსრული, რამეთუ უკუეთუმცა ესე კეთილად დამტკიცებულ იყო მათ შორის, დღითი-დღე წარმატებითა გულისჴმა-ყვესმცა, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ. არამედ არა დაამტკიცეს ესე გულთა შინა თჳსთა, ამისთჳსცა ვერ უძლეს წარმატებად; რამე-თუ კუალადცა იტყოდეს: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“;1 და კუალად: „დრტჳნვიდესო მისთჳს ჰურიანი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსეფისი, რომლისა მამაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“2 და მრავალსა ესევითარსა იტყოდეს, რამეთუ თჳსთა მათ ვნებათა და ფრიადისა მის ურწმუნოებისა საფარველად მოიპოებდეს სიტყუათა ამათ.

1 იოან. 9,16. 2 იოან. 6,41-42.

სწავლაჲ კთ ვითარმედ სიმშჳდით ჯერ-არს მხილებაჲ და განმართებაჲ ცოდვილთაჲ და არა რისხვით

ამას საქმესა აწცა მრავალნი იქმან და ჰგონებენ, თუ ღმრთისათჳს შურსა იგებენ, ხოლო იგინი თჳსთა ვნებათა აღასრულებენ. ჯერ-არს უკუე ყოვლისავე სიმშჳდით ქმნად, რამეთუ ღმერთსა ძალ-უც ცეცხლი-თა დაწუვად მგმობართა თჳსთა, გარნა იგი მზესა აღმოუბრწყინვებს და წჳმასა მოავლენს და ყოვლით კერძო კეთილსა უყოფს. ჩუენცა უკუე თანაგუაც ბაძვად მისდა და სწავლად, შერჩულვად წყალობით, არა რისხვით, არცა მჴეცებრივ. რამეთუ რომელმან ცოდა ანუ გმობაჲ თქუა, არა თუ ღმერთსა რაჲმე ავნო, არამედ თავსა თჳსსა, თავი თჳსი მოიწყლა, თავი თჳსი მოიკლა.

აწ უკუე სულთ-ითქუენ მისთჳს, ტიროდე, რამეთუ ცრემლთაცა ღირს არს, ამხილე მას და ასწავლე სახიერებით, რამეთუ სახიერებაჲ უმძლავრეს არს ყოვლისა ძლიერებისა და უმეტეს მოიზიდავს წარწყმედულთა მათ ცხორებად. იხილე, ვითარ ღმერთი წყალობით და სახიერებით ეტყჳს შეურაცხისმყოფელთა მისთა ძუელსა მასცა შჯულსა და ახალსა. მაშინ იტყოდა: „ერო ჩემო, რაჲ-მე შეგაწუხე შენ?“1 და კუალად ახალსა ამას შინა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“2 და კუალად, ოდეს-იგი მოუჴდეს მოწაფენი და ეტყოდეს გარდამოსლვად ცეცხლისა და დაწუვად მათ, რომელნი-იგი წინააღუდგეს, შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: „ანუ არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?“3 ეგრეთვე ამას ადგილსა არა ჰრქუა მათ: ეჰა შეგინებულნო და არაწმიდანო, მტერნო ცხორებისა კაცთაჲსანო! არამედ აწ ისმინეთ, ვითარ ეტყჳს: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“

და კუალად იგავსა მას შინა უბრძანაო სახლისა უფალმან მონათა თჳსთა, რაჲთა აცადონ და არა აღმოფხურან ღუარძლი იგი, არამედ დროებაჲ სინანულისაჲ მისცენ. ამისთჳსცა მრავალთა შეინანეს და იქმნეს მოსწრაფე; რომელნი პირველ ხენეშ იყვნეს და უკუანაჲსკნელ, ვითარცა მნა-თობნი, გამობრწყინდეს, ვითარ-იგი პავლე და მეზუერე და ავაზაკი და სხუანი მსგავსნი მათნი, რომელნი-იგი ღუარძლ იყვნეს და იქმნეს იფქლ წმიდა. რომელ-ესე დაღაცათუ თესლსა ზედა არა იქმნების, თუმცა ღუარ-ძლი იფქლად გარდაიქცა, არამედ კაცთა ზედა იქმნების, რამეთუ არა საზ-ღვართა მიერ ბუნებისათა შეკრულ არს ამას ჯერსა ზედა სული კაცისაჲ, არამედ აზნაურებითა თჳთმფლობელობისაჲთა პატივცემულ არს და ნებასა ზედა მისსა არს; გინა თუ კეთილ ინებოს ყოფად, გინა თუ ბოროტ, ორივე ადვილ არს მისდა.

1 მიქ. 6,3. 2 საქმე 9,4. 3 ლუკ. 9,55.

ამისთჳს უკუე შენცა, იხილო რაჲ კაცი ბოროტისმოქმედი, შეეწიე ლოცვითა, სწავლითა, სახიერებითა, ჩუენებითა სახისა კეთილისაჲთა, ყოვლითავე ღონისძიებითა, რაჲთა მოაქციო იგი ღმრთისა; მიემსგავსე მკურნალთა მათ ჴელოანთა, რამეთუ იგინიცა არა ერთითა ხოლო სახითა ჰკურნებენ, არამედ იხილონ რაჲ წყლულებაჲ ძნელი და დასდვიან წამალი, უკუეთუ ერთი იგი წამალი არა ერგოს, სხუაჲ უცვალიან, და კუალად სხუაჲ მოიპოიან: ოდესმე სალბუნი დაასხიან, ოდესმე - საცხებელი, ოდესმე განკუეთიან, ოდესმე დაწჳან. ეგრეთვე შენ, უკუეთუ იქმნა მკურნალ სულთა, ყოველი ღონე კურნებისაჲ მოიპოე მცნებათაებრ ქრისტესთა, რაჲთა მიი-ღო სასყიდელი შენისაცა ცხორებისაჲ და სხუათა სარგებელისაჲ, რაჟამსიგი ყოველსავე იქმოდი სადიდებელად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე, და შეურაცხისმყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ“.1

აწ უკუე, საყუარელნო, ყოველსავე სადიდებელად მისა ვიქმოდით, რაჲთა მოვიგოთ ნეტარებაჲ იგი საუკუნოჲ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმ-თხუევად ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 1 მეფ. 2,30.