მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 16:19

18. მსაჯული და განმგებელნი და მწიგნობარნი დაიდგინნე თავისა შენისა ყოველთაგან ნათესავთა შენთა ყოველთა მათ ქალაქთა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან, რომელმან მოგცეს შენ და შჯიდე ერსა მას სიმართლისა საშჯელითა,19. ნუ გარდასდრეკ სასჯელსა, ნუცა შჯით თუალხუმით, ნუცა მიიღებნ ქრთამსა, რამეთუ ძღუენმან და ქრთამმან დაუყვნის თუალნი ბრძენთანი და გარდაიქცინის სიმართლისანი.20. სიმართლით სამართალსა შეუდეგით, რათა სცხონდეთ და შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.
მეორე სჯულისა თავი 16
19. ნუ გარდასდრეკ სასჯელსა, ნუცა შჯით თუალხუმით, ნუცა მიიღებნ ქრთამსა, რამეთუ ძღუენმან და ქრთამმან დაუყვნის თუალნი ბრძენთანი და გარდაიქცინის სიმართლისანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფელსა შინა იყო“ (1,10).:

...ნოებისათჳს და მთავართაჲსა არა აღიარებდეს. ეგრეთვე ამან უბადრუკმან იცოდა ყოველი, არამედ სათნოებითა დედაკაცისა ერთისაჲთა მისცა თავი თჳსი ეშმაკსა, რამეთუ ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა მძლავრებაჲ და ბრძენთაცა კაცთა თუალთა დაუყოფს, უკუეთუ არა ფრთხილად იყვნენ, რამეთუ უკუეთუ ქრთამისა აღებაჲ დააბრმობს კაცსა, ცუდადმზუაობრობამანცა არამცა დააბრმოა, რომელი-იგი უძჳრჱს არს მისა ფრიად? ამისთჳს ჰურიათაცა ეტყოდა უფალი, ვითარმედ: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „სოფლად“ ამას ადგილსა ერსა მას უსწავლელსა და უგუნურსა იტყჳს, განხრწნილსა მას და ქუეყანისა საქმეთა შექცეულსა. ხოლო მეგობართა მათ ღმრთისათა და საკჳრველთა კაცთა ყოველთა იცნეს იგი უწინარეს ჴორცთშესხმისაცა მისისა. და მამათმთავრისათჳს თავადი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან...

სრულად ნახვა