მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 25:4

3. რიცხჳთ ორმეოც, ნუ შეუმატებ მას უფროჲს, უკეთუ შემატო გუემასა მას, იკდიმოს ძმაჲ იგი წინაშე შენსა.4. ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ.5. და-თუ-მკჳდრებულ იყვნენ შენ შორის ორნი ძმანი ერთად და მოკუდეს ერთი იგი მათგანი და ცოლი იგი მისი უშვილო დაშთეს, ნუ განვალნ იგი ქმრისა უცხოსა, არამედ ძმამან მისმან მიიყვანოს იგი და შეირთოს ცოლად.
მეორე სჯულისა თავი 25
4. ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...), ესე იგი, სიღარიბეში მყოფთა შესახებ, რადგან რამდენადაც ვინმე სიღარიბეშია, იმდენად უფრო არის ქვრივი. იგი სჯულის სიტყვასაც დებს და ქრისტეს სიტყვასაც, ორივეს თანხმობაში მყოფს.

სჯული ამბობს: „ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ“ (). ხედავ, როგორ სურს, რომ მოძღვარი დაშვრებოდეს? რადგან არ არსებობს, არ არსებობს სხვა ისეთი შრომა, როგორიც მისი შრომაა. მაგრამ ის სჯულისაა; ხოლო ქრისტეს სიტყვას როგორღა დებს? რადგან ამბობს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (). ამიტომ მხოლოდ საზღაურს კი ნუ მივაპყრობთ ყურადღებას, არამედ იმასაც, როგორ ბრძანა; რადგან ამბობს: „რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“ (). ამიტომ, თუ ვინმე ნებივრობს და მოდუნებულია, ღირსი არ არის; თუ იგი მეკალოე ხარი არ არის, რომელიც პაპანაქებასა და ეკლებშიც უძლებს უღელს და ზიდავს, დ...

სრულად ნახვა