მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 30:19

18. გაუწყებ შენ დღესდღე, რამეთუ წარწყმედით წარსწყმდეთ თქუენ და არა დღეგრძელ იყვნეთ თქუენ ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, რომლისათჳს წიაღხუალ შენ იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად მუნ.19. მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.20. შეიყუარე შენ უფალი ღმერთი შენი და ისმინე ჴმისა მისისა და შეიკრძალე იგი მტკიცე... დამკჳდრებად შენდა ქუეყანასა მათსა, რომლისათჳს ეფუცა უფალი ღმერთი მამათა შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად მათა.
მეორე სჯულისა თავი 30
19. მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მით უფრო ტიმოთეს შესახებ არც მოერიდებოდა და არც შერცხვებოდა. მაგრამ მამასა და ძეს სამართლიანად იღებს მოწმებად; ხოლო რჩეულ ანგელოზებს რის გამო? დიდი მოწყალების გამო; რადგან მოსეც ასე ამბობს: „მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა“ (), მეუფის დიდი მოწყალების გამო; და კვლავ: „ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა“ (). მამასა და ძეს კი ნათქვამის მოწმეებად უხმობს, რათა მომავალ დღეს მათ წინაშე თავი იმართლოს, თუ რამე ჯეროვანის საწინააღმდეგოდ მოხდეს, თითქოს მთელი პასუხისმგებლობა თავიდან მოიხადა. ამბობს: „რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). ესე იგი, რათა ყველასათვის საერთო და თანასწორი იყო განსაკითხავთა მიმართ, იმათ მიმართ, ვინც შენ წინაშე განიკითხებიან, რათა არავინ დაგასწროს და წინასწარ თავისკენ არ მიგიმხროს.

ვინ არიან რჩეული ანგელოზები?...

სრულად ნახვა