მეორე სჯულისა 32:42
41. რამეთუ აღვლესო, ვითარცა ელვაჲ, ჴრმალი ჩემი და განვიმზადო შჯად ჴელი ჩემი, შური ვიძიო და მივაგო სასჯელი, მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო.42. დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა და ნატყუენავებისათა და თავებისაგან მთავართაჲსა და მტერთაჲსა. იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანი-სცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი.43. იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისნი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, შური იძიოს და მიაგოს სასჯელი მტერთა მოძულეთა თჳსთა, კუალად-აგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანა იგი ერისა თჳსისაჲ (და დაწერა მოსე გალობა ესე მას დღესა შინა და დაასწავა იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა).
მეორე სჯულისა თავი 32