მეორე სჯულისა 32:43
42. დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა და ნატყუენავებისათა და თავებისაგან მთავართაჲსა და მტერთაჲსა. იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანი-სცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი.43. იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისნი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, შური იძიოს და მიაგოს სასჯელი მტერთა მოძულეთა თჳსთა, კუალად-აგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანა იგი ერისა თჳსისაჲ (და დაწერა მოსე გალობა ესე მას დღესა შინა და დაასწავა იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა).44. და შევიდა მოსე და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყურთა ყოვლისა მის ერისათა, თვით მოსე და ისო, ძე იგი ნავესი.
მეორე სჯულისა თავი 32