მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 5:6

5. და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსაცა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენ სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შეშინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:6. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.7. ნუ იყოფინ შენდა სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე, არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი,
მეორე სჯულისა თავი 5
6. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“ (5,27-28).:

...წავლად სარწმუნოებისათჳს და კეთილად მოქალაქობისათჳს იწყო, რაჲთა ვინაჲთგან უმრავლესნი აღასრულნეს სასწაულნი, მაშინ აუწყოს უმაღლესიცა სიტყუაჲ. ხოლო აწ უკუეთუმცა დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ ესრეთ ექმნა, ვითარმედ: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და გარეშე ჩემსა სხუაჲ არა არს“; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: თანაარსი ვარ და განუყოფელი მისგან. და ჩემიცა ეგრეთვე თანაგაც თაყუანის-ცემაჲ, რამეთუ ძე ვარ ღმრთისაჲ და ღმერთი ჭეშმარიტი; ვერ ეძლო ერსა მას შეწყნარებაჲ სიტყჳსა ამის, არამედ თქუესმცა, თუ უწესოთა სიტყუათა იტყჳს ესე. უკუეთუ შემდგომად ესოდენთა სწავლათა და ესოდენთა სასწაულთა არავე ჰრქუა განცხადებულად, არამედ მცირედ აუწყა სარწმუნოებისათჳს, გმობად აღუდგეს და სდევნიდეს, უკუეთუმცა აწ დაწყებასავე სიტყჳსასა ეთქუა ესე, ფრიად უძჳრესსამცა შთაცჳვეს.

ამისთჳს ჟამსა ამას თანაწარჰჴდა სარწმუნოებისათჳს თქუმად და დაჰმარხა იგი ჟამსა ჯეროანსა, რაჲთა პირველად სიმრავლითა სასწაულთაჲ-თა გულისჴმა-უყოს და მერმე სიტყჳთცა აუწყოს ღმრთეებაჲ თჳსი. ხოლო აწ სათნოჲსა მოქალაქობისათჳს ჰყოფს მოძღურებასა, და ესეცა სიტყუანი სასწაულთა მიერ სარწმუნო-ყვნა და იწყო ორთა მათ ვნებათა აღმოფხურად და აღჳრ-სხმად, რომელნი-იგი მშობელნი არიან სხუათა ვნებათანი - გ...

სრულად ნახვა