...ნოთ სულიერი საზრდო, რათა სული, ხორციელი საკვებით გაძღომის შემდეგ მოდუნებული, არ დაიღუპოს და ეშმაკის მზაკვრობას ადგილი არ მისცეს, რომელიც ყოველ ჟამს ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას ცდილობს. იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა" მოიხსენე უფალი ღმერთი შენი (). ხედავ, რომ არცერთ ჟამს არ უნდა განვდევნოთ სულიდან ეს მოხსენიება (ღვთისა), არამედ მტკიცედ ვიცავდეთ სინდისში, მუდმივ სიფხიზლეში ვიყოთ და არასოდეს მოვისვენოთ, არამედ, მტრის მძვინვარების მცოდნენი, ფხიზლად და ფრთხილად ვიყოთ, ყოველი შემოსასვლელი დავუხშოთ და სულიერი საზრდო არასოდეს ავიცდინოთ. ამაშია თქვენი ცხონება, ამაშია სულიერი სიმდიდრე, ამაშია უსაფრთხოება. თუ ასე ვიცავთ მუდამ თავს კითხვითა, მოსმენითა და სულიერი საუბრით, მაშინ შევძლებთ როგორც თავად უძლეველნი გავხდეთ, ისე ბოროტი დემონის მზაკვრობანი ამაო გავხადოთ და ცათა სასუფეველი მივიღოთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეორე სჯულისა 6:7
6. და იყვნენ სიტყუანი ესე, რომელთა მე გამცნებ შენ დღესდღე გულსა შენსა და გონებასა შენსა.7. და ასწავლნე ეგენი შვილთა მათ შენთა და იტყოდი მაგათ ჯდომასა სახლსა შინა შენსა და სლვასა გზასა შენსა და სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა.8. შეიბნე ესე სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნედ ეგენი შეურყეველად წინაშე თუალთა შენთა.
მეორე სჯულისა თავი 6