მეორე სჯულისა 9:6
5. და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,6. და რათა გულისხმა-ჰყო დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ უფალი ღმერთი შენი დამკჳდრებად ქუეყანასა მაგას კეთილსა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელი ხარ.7. მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რავდენ ჟამ განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა მას, რომლით დღითგან გამოხუედ შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა მას, რამეთუ ურჩებით დაუმორჩილებელ ექმნენით უფალსა.
მეორე სჯულისა თავი 9