მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 9:5

4. ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა5. და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,6. და რათა გულისხმა-ჰყო დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ უფალი ღმერთი შენი დამკჳდრებად ქუეყანასა მაგას კეთილსა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელი ხარ.
მეორე სჯულისა თავი 9
5. და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...ლევანსა მას ზედა მივიდეთ; რამეთუ თქუა რაჲ მახარებელმან, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „და მადლი მადლისა წილ“, რამეთუ მადლითა ცხოვნდებოდეს ჰურიანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა სიმართლისაგან თქუენისა, არამედ მამათა თქუენთათჳს გამოგირჩიენ თქუენ“. და რომელთა-იგი თჳსითა სათნოებითა არა აქუნდა შეწევნაჲ, მათ მადლითა ღმრთისაჲთა მიეცა პატივი. და ჩუენცა ყოველნი მადლითა ვცხოვნდით, არამედ არა მსგავსად მათდა, რამეთუ ფრიად უზეშთაესნი და უმაღლესნი საქმენი მოგუეცნეს, რამეთუ არა თუ ოდენ ცოდვათა შენდობაჲ მოგუეცა, ვინაჲთგან ესე მათცა მიეცა, არამედ მოგუეცა ჩუენ სიწმიდეცა და სიმართლე და შვილებაჲ და მადლი სულისა წმიდისაჲ; ფრიად უზეშთაესი მადლი მოგუეცა სულისა მიერ წმიდისა, ესე იგი არს კადნიერებაჲ, რომელი მოგუეცა ჩუენ დაგებითა ღმრთისაჲთა. და ამის მადლისა მიერ ვიქმნენით სასურველ ღმრთისაცა არღარა ვი-თარცა მონანი, არამედ ვითარცა ძენი და მეგობარნი, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მადლი მადლისა წილ“. არამედ იგიცა საქმენი შჯულისანი მადლითა მონიჭებულ არიან ჩუენდა და არაარსისაგან არსად მოყვანებაჲ, და არა თუ კეთილი რაჲმე პირველ გუექმნა და სასყიდლად მისა მოგუეცა ჩუენ საქმე ესე, რომელნი არასადა ვიყვენ...

სრულად ნახვა