მეოთხე მეფეთა 11:2
1. და გოთოლია, დედამან ოქოზისამან, ვითარცა იხილა, რამეთუ მოსწყდეს შვილნი მისნი, წარწყმიდა ყოველი ნათესავი შარავანდედთა მათ.2. და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა.3. და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა.
მეოთხე მეფეთა თავი 11