მეოთხე მეფეთა 11:3
2. და აღიქვა იოსაბე, ასულმან მეფისა იორამისამან, დამან ოქოზისამან, იოას, ძე ოქოზიასი, ძმისა თჳსისა, რამეთუ მოიპარა იგი შორის ძეთა მათ მეფისათა, რომელ მოსრნეს, და დამალა იგი და დედამძუძე მისი სენაკსა სასვენებელისასა პირისაგან გოთოლიასა, და არა მოკუდა.3. და იყო მის თანა სახლსა მას უფლისასა მალულად ექუს წელ და გოთოლია მეფობდა ზედა მას ქუეყანასა.4. და წელსა მას მეშჳდესა წარავლინა იუდაე და მოიყვანნა ასისთავნი იგი: ქორრი და რასიმ, და შეიყვანნა იგინი სახლსა მას უფლისასა და აღთქმა-ყო მათ თანა, და აფუცნა იგინი სახელითა უფლისათა და უჩუენა მათ იუდაე, ძე იგი მეფისა.
მეოთხე მეფეთა თავი 11