მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 2:11

10. და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ!11. და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.12. და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამო- სელსა და განაპო.
მეოთხე მეფეთა თავი 2
11. და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიცოცხლის ქება და უფლის სწავლა:

...აღდგენა და დამპალი, დაძველებული სახლის ამდენი ხნით შენარჩუნება. ნუთუ ვერ ხვდები, რომ მან არარასაგან შექმნა? მაშ, მით უფრო შეუძლია აღადგინოს. აღდგომის სხვა ხატიც გაქვს: ვგულისხმობ ელიას ატაცებას, რომელიც დღემდე არ აღსრულებულა სიკვდილით (). ღმერთისთვის ყველაფერი ადვილი და იოლია. ამბობს: „არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: „ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა“ (; ). ნუთუ ვერ ხედავ, რომ ხუროს საქმეც შენთვის ძნელია? მაგრამ მის ხელობას მაინც ენდობი. და თუ თანამონის ხელობას ენდობი, მეუფის სიბრძნეს კი ანგარიშს სთხოვ და მომხდარს რწმენით არ იღებ? რა დიდი უგუნურების ღირსია ეს!

„არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე“ (). თუ ვინმე ამ ნათქვამს აღმყვანებითი აზრითაც მიიღებს, არ შეცდება....

სრულად ნახვა