მეოთხე მეფეთა 5:16
15. და მოიქცა ნემან ელისესა, იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი, მოვიდა და დადგა წინაშე მისა და თქუა: აჰა, უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის და აწ მიიღე კურთხეული მონისა შენისაგან.16. და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.17. და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.
მეოთხე მეფეთა თავი 5