მეოთხე მეფეთა 5:19
18. სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.19. და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით! და წარვიდა ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.20. და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.
მეოთხე მეფეთა თავი 5