...ს. სხუანი მეძავნი იყვნეს და მოიქცეს სიწმინდედ. სხუანი ანგაჰრნი იყვნეს და მერმე თჳსიცა მონაგები გლახაკთა განუყვეს.
ეგრეთვე კუალად წინააღმდგომიცა მრავალგზის იქმნის უდებებისაგან და დაჴსნილობისა.
ამისთჳს გიეზი მოწაფე იყო წინაჲსწარმეტყუელისა დიდისაჲ და ვეცხლისმოყუარებითა სამარადისოჲ კეთროვნებაჲ დაიმკჳდრა. იუდა ქრისტეს თანა იყო და განმცემელ მისა იქმნა და თანამზრახვალ ჰურიათა ამისვე სენისაგან.
ესე ყოველთა ვნებათა უძჳრეს არს, ამისგან იქმნებიან მპარავნი და ავაზაკნი და საფლავთა მჭკუერველნი, ამისგან შეიმზადებიან ბრძოლანი და კაცის-კლვანი, და რომელიცა ბოროტი მოიგონო, ამისი ნაშობი არს.
ამის ვნებისა მიერ ძლეული კაცი ყოველსავე საქმესა უჴმარ არს, გინა თუ მთავარი იყოს, გინა თუ ერისთავი.
ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე ყოვლადვე უჴმარ არს და ყოველთა მიერ საძულელ. და რად ვიტყჳ მთავარსა და ერისთავსა? დაღაცათუ მეფჱ იყოს ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე, ყოველთა უსაწყალობელეს არს და მავნებელ არს ყოვლისა სოფლისა, ყოველთაგან მოიტაცებნ, ყოველთაგან მოიხუეჭნ.
ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „არარაჲ არს უძჳრეს ვეცხლისმოყუარებისა“; არა იცის განძღომაჲ, არავინ უვის მოყუარე, ყოველთა უუბადრუკეს არს. ვითარცა იგი,...