მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 5:2

1. და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.2. და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.3. და ჰრქუა დედოფალსა მას თჳსსა: რამეთუმცა ვიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრამცა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვანებისაგან.
მეოთხე მეფეთა თავი 5
2. და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...რამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რაჲთა მადლიერცა მისა იყვნენ, და რაზომცა ჰმონებდენ მას, ესეოდენცა აღორძნდების გულისთქუმაჲ მათი, და ესრეთ უკურნებელ იქმნების სენი იგი და მჴეცი იგი - უბრძოლელ. ამან გეეზი განაკეთროვნა; ამან ანანია და საფირა წარწყმიდნა; ამან იუდა ქრისტეს მიმცემელ ყო; ამან ჰურიათა მთავარნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს; ამან აღავსნა სისხლითა გზანი და გლოვითა და გოდებითა - ქუეყანანი; ამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისაჲ დააგო და სანოვაგები უშჯულოებისაჲ. ამისთჳს „კერპთმსახურებად“ უწოდა მას პავლე. ; ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ რომელთამე აქუს საფასჱ და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვი-თარცა სიწმიდესა რასმე, რომელსა ვერ იკადრებნ კაცი მიახლებად, და უკუეთუ ოდესმე აიძულნენ მიახლებად მათა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ ბოროტი რაჲმე ქმნეს; და ვითარცა კერპთა, ეგრეთ დაჰმარხვენ საფასე-თა, შეწყუდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პ ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...ს. სხუანი მეძავნი იყვნეს და მოიქცეს სიწმინდედ. სხუანი ანგაჰრნი იყვნეს და მერმე თჳსიცა მონაგები გლახაკთა განუყვეს.

ეგრეთვე კუალად წინააღმდგომიცა მრავალგზის იქმნის უდებებისაგან და დაჴსნილობისა.

ამისთჳს გიეზი მოწაფე იყო წინაჲსწარმეტყუელისა დიდისაჲ და ვეცხლისმოყუარებითა სამარადისოჲ კეთროვნებაჲ დაიმკჳდრა. იუდა ქრისტეს თანა იყო და განმცემელ მისა იქმნა და თანამზრახვალ ჰურიათა ამისვე სენისაგან.

ესე ყოველთა ვნებათა უძჳრეს არს, ამისგან იქმნებიან მპარავნი და ავაზაკნი და საფლავთა მჭკუერველნი, ამისგან შეიმზადებიან ბრძოლანი და კაცის-კლვანი, და რომელიცა ბოროტი მოიგონო, ამისი ნაშობი არს.

ამის ვნებისა მიერ ძლეული კაცი ყოველსავე საქმესა უჴმარ არს, გინა თუ მთავარი იყოს, გინა თუ ერისთავი.

ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე ყოვლადვე უჴმარ არს და ყოველთა მიერ საძულელ. და რად ვიტყჳ მთავარსა და ერისთავსა? დაღაცათუ მეფჱ იყოს ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე, ყოველთა უსაწყალობელეს არს და მავნებელ არს ყოვლისა სოფლისა, ყოველთაგან მოიტაცებნ, ყოველთაგან მოიხუეჭნ.

ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „არარაჲ არს უძჳრეს ვეცხლისმოყუარებისა“; არა იცის განძღომაჲ, არავინ უვის მოყუარე, ყოველთა უუბადრუკეს არს. ვითარცა იგი,...

სრულად ნახვა