მეოთხე მეფეთა 5:21
20. და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.21. და ეწია გეეზი ნემანს და იხილა ნემან გეეზი, რამეთუ სდევდა მას და გარდამოვიდა ეტლით თჳსით და მიეგებოდა მას და ჰრქუა: მშჳდობა არსა მოსლვა შენი?22. და ჰრქვა გეეზიმ: მშჳდობით არს. უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა, აჰა, ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასანი. აწ მოეც ამათ სასწორი ერთი ვერცხლისა და ორნი სამოსელნი ქმნულნი.
მეოთხე მეფეთა თავი 5