მეოთხე მეფეთა 5:8
7. და იყო, ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე? და მოავლინა ჩემდა კაცი ეგე განწმედად კეთროვანებისაგან თჳსისა, ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე.8. და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.9. და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.
მეოთხე მეფეთა თავი 5