მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 5:9

8. და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.9. და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.10. და გამოავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ, იბანე იორდანესა შჳდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმიდნე.
მეოთხე მეფეთა თავი 5
9. და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).:

...სა, უკუეთუ არს მის თანა ძალი განკურნებად და ესრეთ წარვლენად სილოამს? რამეთუ მრავალგზის განბანილ ვარ მუნ, და არარაჲ სარგებელ ქმნილ არს ჩემდა. უკუეთუმცა ძალი რაჲმე აქუნდა, აწმცა განმკურნა თჳთ. ვითარცა-იგი ნემან იტყოდა ელისჱსთჳს, რაჟამს-იგი უბრძანა მან წარსლვაჲ და განბანაჲ იორდანეს, და იგი ურწმუნო იყო. ხოლო ბრმამან მან არა ესრეთ ქმნა, არცა ურწმუნო იქმნა, არცა სიტყუა-უგო, არცა ორგულ იქმნა, თუ: ვისდა აღუხილვან თუალნი თიჴითა? არარაჲ თქუა ესევითარი. ჰხედავა სარწმუნოებასა ამას მტკიცესა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ღამე“ (9,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს ამის მიერ, ვითარმედ შემდგომად ჯუარცუმისაცა ეგულებოდა ზრუნვაჲ უშჯულოთათჳს და მოყვანებაჲ სარწმუნოებად მრავალთა, რამეთუ ჯერეთ დღე არსო, ხოლო ამისა შემდგომად სრულიად განჰყოფს მათ. და ამას მოასწავებდა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“?...

სრულად ნახვა