...26); მაშინ მივიდა მასთან ერთი ქალი და მეფეს ასეთი სიტყვები უთხრა: მეფეო, „ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე. და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.“ (). რა არის ამ უბედურებაზე უფრო მძიმე? კვლავ, სხვაგან წინასწარმეტყველი ამბობს: „ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი.“ (). ამრიგად, იუდეველებმა ასეთი სასჯელი მიიღეს; ჩვენ კი განა გაცილებით მეტად არ დავისჯებით?
4. გადადებული სასჯელი და გეენის ხსოვნა
გსურს, მათი სხვა უბედურებებიც მოისმინო? გაეცანი იოსებ ფლავიუსის ნაშრომებს და მთელ იმ ტრაგედიას შეიტყობ; იქნებ ამით მაინც დაგარწმუნოთ, რომ გეენა არსებობს. დაფიქრდი: თუკი ისინი ისჯებოდნენ, ჩვენ რატომ არ ვისჯებით? ან როგორ არის შესაძლებელი, რომ არ დავისაჯოთ, რ...