მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 11:3

2. ნათესავთა მათ, რომელთა ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კვალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.3. და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.4. და იყო, ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.
მესამე მეფეთა თავი 11
3. და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...რულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“. და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“. და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა და კაცთა. ამისთჳს რომელი-იგი უსახელოვნეს და უმახლობელეს იყო, იგი აჴსენა პირველად და მერმე აბრაჰამ შემოიღო შორის, რამეთუ ებრაელთა მიმართ უზეშთაეს აბრაჰამისა ჴსენებაჲ არა ჯერ-იჩინა, რამეთუ ესენი იყვნეს სახელოვან უფროჲს ყოველთასა: ერთი იგი, ვი-თარცა წინაწარმეტყუელი და მეფე, და მეორე, ვითარცა მამათმთავარი და წინაწარმეტყუელი.

იტყჳან უკუე მრავალნი, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ დავითის ტომისაგან იშვა ქრისტე, ვინაჲთგან არა თესლისაგან მამაკაცისა იშვა, არამედ დედისაგან ქალწულისა? ხოლო ქალწულისა მის ტომთა სახელი არა ჴსენებულ არს სახარებასა შინა; ვინაჲ ვისწაოთ, თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული იგი? რამეთუ ორი ესე საძიებელ არს: რაჲსათჳს დედისა მის ქალწულისა, რომლისაგან იშვა ქრისტე, თესლ-ტომი არა აჴსენა? და რაჲსათჳს იოსებ, რომელსა არარაჲ აქუნდა მთავრებაჲ შობასა შინა ქრისტესსა,...

სრულად ნახვა