მესამე მეფეთა 11:4
3. და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.4. და იყო, ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.5. და შეუდგა სოლომონ კვალსა ასტარეთისასა საძაგელისა სიდონელთასა, კვალსა მოლოქისა საძაგელისა ძეთა ამონისთასა.
მესამე მეფეთა თავი 11