მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 19:18

17. და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისასა, მოკლას იგი ეუ. რომელი განერეს მახჳლსა ეუსასა, მოკლას იგი ელისე.18. და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.19. და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.
მესამე მეფეთა თავი 19
18. და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კა მოწყალებისათჳს:

...ანი ქრისტესნი აღსრულებად, რამეთუ მრავალნი არიან ამათცა ჟამთა, რომელნი აღასრულებენ მათ; ხოლო უკუეთუ ჩუენ უმეცარ ვართ, ნუ გჳკჳრს, ნუცა ამისთჳს ურწმუნო ვიქმნებით, რამეთუ ელიაცა ეგრე ჰგონებდა, თუ იგი ხოლო დაშთომილ არს ღმრთისმსახურთაგან, არამედ ესმა, ვითარმედ: „დამიტეობია თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი“. და აწცა უკუე საცნაურ არს, ვითარმედ მრავალნი აღასრულებენ მოქალაქობასა მას სამოციქულოსა, განშიშულებულნი ყოვლისაგანვე ზრუნვისა და საურავისა.

ხოლო უკუეთუ ურწმუნო ვართ ამას ზედა, არა თუ ამისთჳს არს ურწმუნოებაჲ იგი, რომელ აღმასრულებელნი ესევითარისა მის მოქალაქობისანი არა არიან, არამედ რომელ ჩუენ ფრიად შორს ვართ და უცხო მისგან, ამისთჳს ურწმუნო ვიქმნებით, ვითარცა-იგი მომთრვალესა არა ჰრწამნ, თუ არს კაცი, რომელი არა თუ ღჳნოსა ოდენ განეყენების, არამედ არცა თუ წყალსა სუამს, გარნა ესე მრავალთა მონაზონთა ჩუენ მიერცა ხილულ-თა წარჰმართეს, რომელ არცა თუ წყლისა გემოსა იხილვიდეს, არა თუმცა ღჳნოსა სუმიდეს. ეგრეთვე მეძავსა არა ჰრწამს, თუ ადვილ არს ქალწულებაჲ, და რომელი სხუათასა მოიტაცებდეს, არა ჰრწამს, თუ არს ვინ, რომელი ყოველსა მონაგებსა თჳსსა სხუათა განუყოფს.

ეგრეთვე რომელნი განილევიან დღითი-დღე ბევრეულთა ზრუნვათა შინა, არა ადვილად შეიწყნარებენ...

სრულად ნახვა