მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს“ (6,24).

ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ წარმავალთა ამათ და განხრწნად-თაგან განგუაშორებს და მრავლით კერძო მოძღურებასა მას უპოვრებისასა შემოიღებს და მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა განიოტებს? რამეთუ არა კმა-ეყვნეს ზემოთქუმულნი იგი მრავალნი და ძლიერნი სწავლანი, არამედ სხუანიცა შესძინა უმრავლესნი და უსაშინელესნი სიტყუანი.

რამეთუ რაჲმცა უსაშინელეს იყო აწ თქუმულთა ამათ სიტყუათასა, უკუეთუ მოიწიოს ესე ჩუენ ზედა, რომელ მონებისაგან ქრისტესისა განვვარდეთ საფასეთათჳს? ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს, უკუეთუ მათი-თა უგულებელს-ყოფითა გუექმნას ჭეშმარიტისა ქრისტეს მონებისა და ერთგულებისა მიმთხუევად? რამეთუ რასა-იგი მარადის ვიტყჳ, აწცა ვთქუა, ვითარმედ: ორკერძოჲთავე სახითა მიგჳზიდავს ჩუენ მორჩილებად სიტყუათა მისთა, სარგებელისა მიერ და სავნებელისა.

და ვითარცა მკურნალი ჴელოანი გჳჩუენებს ურჩებისა მიერცა მომავალსა სენსა და მორჩილებისა მიერ მოცემადსა სიმრთელესა, ვითარცა ესე აქაცა ქმნა და გამოაჩინა უმჯობესი განთავისუფლებითა მით წინააღმდგომისაჲთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: არა ამით ოდენ სავნებელ არს სიმდიდრე, რომელ ავაზაკთა აღსჭურავს თქუენ ზედა და გონება-თა თქუენთა დააბნელებს, არამედ რომელ მონებისაგან ღმრთისა უცხოგყოფს და ტყუეობასა უსულოთა მათ საფასეთასა შთაგაგდებს. იხილეთ უკუე ორკერძოვე სავნებელი იგი ანგაჰრებისაჲ: განვრდომაჲ მონებისაგან ღმრთისა, რომლისა მონებაჲ კეთილ არს და ჯეროან, და მონებაჲ მათი, რომელთაჲ ჯერ-იყო, რაჲთამცა უფალ და მეუფე იყვენით.

და ვითარცა ზემო ორი სავნებელი გამოაჩინა საფასეთაჲ და ანგაჰრებისაჲ: ერთად, აქა დაუნჯებაჲ, სადა მღილი და მჭამელი განჰრყუნის და მპარავნი წარიპარვენ, და მეორედ, მუნ არა დამარხვაჲ, სადა-იგი წარუპარველად და განურყუნელად ჰგიეს საუნჯე, ეგრეთვე აქა ორკერძო გჳჩუენებს ზღვევასა მას და წარწყმედასა, ესე იგი არს განშორებაჲ მონებისაგან ღმრთისა და დამორჩილებაჲ მამონაჲსი. არამედ პირველად სახე მოიღო ზოგადი, სოფლისაჲ, და მერმე თქუა განცხადებულად, რამეთუ ესრეთ იტყჳს: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“.

ორნი უფალნი იგინი არიან, რომელნი ურთიერთას წინააღმდეგ იყვნენ და წინააღმდგომსა უბრძანებდენ. ხოლო უკუეთუ ესე არა იყოს, არა არს მუნ განყოფილებაჲ, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ“;1 დაღაცათუ მრავალ გუამად განყოფილ იყვნეს, გარნა ერთობითა მით გონებათაჲთა ყოველნი ერთ იყვნეს. ხოლო აქა ვინაჲთგან ყოვლითურთ წინააღმდგომსა მცნებათა ღმრთისათასა გუეტყჳს ანგაჰრებაჲ, ამისთჳს ვერ ჴელ-ეწიფების მორჩილ-თა მისთა მონებად ღმრთისა, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომ იქმნებიან, ვითარცა იტყჳს გარდამატებულებასა ამის ჯერისასა, ვითარმედ არა ხოლო თუ არა ჰმონოს, არამედ უფროჲსად მოიძულოს და წინააღუდგეს: „ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს“. საგონებელ არს, თუ ორივე ესე ერთ სიტყუა არს, ხოლო თავადმან არა ცუდად ესრეთ შემზადა ესე სიტყუაჲ, არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ადვილ არს უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ, რამეთუ რაჲთა არა სთქუა, თუ: ერთგზის დამონებულ ვარ და მიმძლავრებულ საჴმართმოყუარებისაგან, ამისთჳს გიჩუენებს, ვითარმედ შესაძლებელ არს შეცვალებაჲ.

და ვითარცა კეთილისგან ბოროტისა მიმართ მიიქცევიან კაცნი, ეგრეთვე და ფრიად უაღრესად იქმნების ბოროტისაგან მოქცევაჲ კეთილისა მიმართ. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ განუჩინებელად თქუა, ვითარმედ: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“, და ბუნებითითა მით წესითა საქმეთაჲთა დაამტკიცა სიტყუაჲ თჳსი, მერმეღა განცხადებულად თქუა, რაჲ-იგი ეგულებოდა თქუმად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-გეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“ (6,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შევძრწუნდეთ სმენისათჳს ამათ სიტყუათაჲსა, რაჲ-ესე ვაიძულეთ ქრისტესა თქუმად და ღმრთისა თანა ჴსენებად ოქროჲსა. ხოლო უკუეთუ სმენაჲ ოდენ ამის სიტყჳსაჲ შესაძრწუნებელ არს, რაჲ-მე ვთქუათ, ოდეს საქმით ვიქმოდით და უპატიოსნეს შიშისა ღმრთისა შეგუერაცხოს მონებაჲ საფასეთაჲ?

ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? არავინ სადა ქმნილ არსა ორისავე ამის აღმასრულებელ, მონებისა ღმრთისა და საფასეთაჲსა? - ნუ იყოფინ! არასადა ხილულ არს ესე. - და ვითარ აბრაჰამ სათნო-ეყო ღმერთსა, ვითარ იობ ბრწყინვიდა?

ისმინე, ჵ კაცო, რომელი ამას იტყჳ: ნუ მდიდართა წინამიყოფ, არამედ იგინი მითხრენ, რომელნი მონა იყვნეს სიმდიდრისა, უკუეთუ ჰპოო ვინ სათნო ღმრთისა. ხოლო აბრაჰამს და იობს და მსგავსთა მათთა რად აჴსენებ, რომელნი ყოვლადვე შორს იყვნეს მონებისაგან საფასეთაჲსა? იობ მდიდარი იყო, არამედ არა ჰმონებდა მამონას. არა მონაჲ იყო მონაგებ-თა და საფასეთაჲ, არამედ უფალი და მეუფე, და ვითარცა მნესა უცხოჲ-

1 საქმე 4,32.

სა მონაგებისასა, ესრეთ აქუნდა იგი ყოველივე, არა ხოლო თუ სხუათასა არა მოიტაცებდა, არამედ თჳსსაცა სხუათა განუყოფდა უშურველად, არცა მოგებასა ზედა საფასეთასა იხარებდა, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუ სადა ვიხარე მოგებასა ზედა სიმდიდრისა ფრიადისასა?“1 ამისთჳსცა არცა წარსლვასა ზედა მათსა შეწუხნა, არამედ ადვილად და სიხარულით და მადლობით შეიწყნარა, ამისთჳსცა დიდებული იგი სიტყუაჲ აღმოთქუა: „უფალმან მომცა, უფალმან მომიღო. ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე!“2

გარნა აწინდელნი მდიდარნი არა ესრეთ არიან, არამედ ყოვლისავე მონებისა და ყოვლისა ტყუეობისა უძჳრესად არიან და ვითარცა მძლავრსა ვისმე მძჳნვარესა და ბოროტსა ხარკსა და ძღუენსა მისცემენ დაუცხრომელად. რამეთუ ტრფიალებაჲ იგი საფასეთაჲ, ვითარცა ქალაქსა ძნელსა და საყდარსა ზედა განსუენებისასა, ესრეთ დამკჳდრებულ არს გონებასა შინა მათსა და დღითი-დღე ყოვლისავე ურჩულოებისა საქმესა უბრძანებს, და იგინი ყოვლითა მორჩილებითა და ერთგულებითა აღასრულებენ. ამათ ესევითართა ეტყჳს უფალი: „ვერ ჴელ-გეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“.

რასა ცუდთა გულისზრახვათა და ამაოთა სიტყუათა შემოიღებ, უბადრუკო კაცო? ერთგზის განაჩინა ღმერთმან და თქუა, ვითარმედ ორისავე ამის მონებისა ერთბამად ყოფაჲ შეუძლებელ არს; და შენ ვითარ იკადრო თქუმად, თუ შესაძლებელ არს? ღმერთი გჳბრძანებს განბნევასა საფასე-თასა და მამონა - მოხუეჭასა ყოველთაგან; ღმერთი გჳბრძანებს ქალწულებასა და მამონა - სიძვასა; ღმერთი გჳბრძანებს მარხვასა და მამონა - მთრვალობასა; ღმერთი გჳბრძანებს შეურაცხებასა ყოვლისა სოფლისასა და ამაოდ შერაცხვასა ყოველთავე საქმეთა მისთასა და მამონა - შემსჭუალვასა სოფლისასა და დამონებასა ცუდთა მათ და ამაოთა საქმეთასა. ვითარ უკუემცა შესაძლებელ იყო ამათ წინააღმდგომთა საქმეთა ერთბამად ყოფაჲ?

ეჰა ვითარ ბოროტ არს დამონებაჲ ნეფსით თჳსით მამონაჲსი, რომელი-იგი მონაჲ არს ხენეში და განდგომილი, ვითარცა-იგი ვიეთთჳსვე თქუმულ არს, ვითარმედ: „ღმრთად მოიგეს მუცელი მათი“.3 ვინ არს უგუნური იგი, რომელმან აღირჩიოს სახიერისა მის მეუფისა წილ მონებად მძჳნვარისა მის მძლავრისა, რომელ-იგი აქავე ბევრეულთა ბოროტთა შინა შთააგდებს მორჩილთა მისთა და მერმესა მას საუკუნესა განაგდებს დაუსრულებელთა მათ და მიუთხრობელთა კეთილთაგან?

ვინაჲთგან უკუე ყოვლით კერძო გულისჴმა-გჳყო უფალმან სიკეთე იგი და სარგებელი საფასეთა შეურაცხ-ყოფისაჲ და უპოვრებისაჲ, აწ კუალად ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არა შეუძლებელსა რასმე ბრძანებს,

1 იობ 31,25. 2 იობ 1,21. 3 შდრ. ფილიპ. 3,19.

არამედ შესაძლებელ არს წარმართებაჲ ამის საქმისაჲ; რამეთუ ესე საქმე არს ჭეშმარიტისა მოძღურებისაჲ, რაჲთა არა კეთილსა ხოლო ასწავლიდეს, არამედ შესაძლებელსაცა წარმართებად. ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და ჰსუათ“ (6,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: რაჲ-მე ვყოთ, უკუეთუ საფასენი განვაბნინეთ, ვითარ უძლოთ ცხორებად? ამისთჳს ჟამსა ჯეროანსა იწყებს ამის პირისათჳს სიტყუად; რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეთქუა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ“, მძიმემცა აღუჩნდა სიტყუაჲ იგი, ამისთჳს პირველად წარმოთქუნა ვნებანი იგი ვეცხლისმოყუარებისანი და მერმე ჴელ-ყო ამის სწავლისა თქუმად, რაჲთა უმეტესად შესაწყნარებელ იყოს სიტყუაჲ ესე. და აწცა არა ესრეთ ლიტონად თქუა, არამედ პირველად მიზეზსა იტყჳს: „ამისთჳს გეტყჳო: ნუ ჰზრუნავთ“. პირველად თქუა: „ვერ ჴელ-გეწიფებისო ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“, და მერმე შესძინა: „ამისთჳს გეტყჳო: ნუ ჰზრუნავთ“. „ამისთჳს“, - რომლისა „ამისთჳს“? - ფრიადისა ამის ზღვევისათჳს და დიდისა ამის სავნებელისათჳს, რომელ სახიერისა მის და კაცთმოყუარისა ღმრთისა და დამბადებელისაგან განგაშორებს.

„ამისთჳს გეტყჳ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ“. არა თუ სულსა საზრდელი ეჴმარების, რამეთუ უჴორცო არს იგი, არამედ ჩუეულებისაებრ კაცობრივისა თქუა ესრეთ, რამეთუ დაღაცათუ არა საჴმარ არს სულისა საზრდელი, გარნა უკუეთუ ჴორცთა საზრდელი არა მიეცეს, ვერ თავს-იდებს სული გუამსა მას შინა ყოფად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა?“ (6,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი : ნუ ჰზრუნავთო, თუ ვითარ ეგოს სული გუამსა შინა, უკუეთუ ჭამადნი და სასუმელნი არა მოვირეწნეთ, არამედ გულისჴმაყავთ, ვითარმედ რომელმან უაღრესი იგი მოგცა, ვითარმცა უდარესი არა მოგანიჭა? რომელმან სული მოგანიჭა, საზრდელი არა მოგცესა გამოზრდად ჴორცთა, რაჲთა არსებაჲ იგი სულისაჲ ეგოს მათ შორის? რომელმან დაჰბადნა ჴორცნი ეგე თქუენნი, არა უწყისა, ანუ არა ძალ-უცა საზრდელისა მოცემად და სამოსლისა? ამისთჳსცა არა ესრეთ ოდენ თქუა: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სჭამოთ ანუ რაჲ შეიმოსოთ, არამედ: ნუ ჰზრუნავთო სულისათჳს, თუ ვითარ ეგოს ჴორცთა შინა, ანუ თუ ვითარ შეჰმოსოთ სი-შიშულე ჴორცთაჲ, რამეთუ მათ მიერ ეგულებოდა სიტყჳსა ამის დამტკიცებად.

რამეთუ მან თავადმან მოგუცა სული და ჴორცნი, არამედ სული, ვი-თარცა-იგი მოგუცა ერთგზის, მასვე ზედა ჰგიეს, ხოლო ჴორცნი დღითიდღე იზრდებიან, და აგებულებაჲ მათი ჰგიეს, და სული მათ შინა მკჳდრ არს. უკუეთუ კულა აგებულებაჲ მათი დაიჴსნას, მაშინ სულიცა სამკჳდრებელისა მისგან განვალს. ამისთჳს ორივე ესე გამოაჩინა: ერთისა მის უკუდავებაჲ და მეორისა განჴრწნადი აგებულებაჲ, და თქუა: „ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?“1 დაიდუმა სულისათჳს თქუმად, რამეთუ არა მიიღებს იგი სიორძილესა, და ჴორცთათჳს ჰყოფს სიტყუასა, რაჲთა ამისგან იგიცა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არცა ჴორცთა აგებულებაჲ საზრდელისაგან ჰგიეს, არცა სული ამისთჳს მკჳდრ არს მათ შინა, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ესე, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი“.2 ხოლო ესრეთ გულისჴმა-გჳყო რაჲ ჩუენისა ამის ბუნებისაგანვე, ვითარმედ არარას ჴელ-გუეწიფების ქმნად თავით თჳსით და ამისთჳს არა გჳღირს ზრუნვაჲ, არამედ ყოველივე ღმრთისა მიგდებად ზრუნვაჲ ჩუენი, კუალად გარეშე-თაცა საქმეთაგან შემოიღებს სახესა ამის ჯერისათჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთასა?“ (6,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გულისჴმა-გჳყოფს, რაჲთა არა ვზრუნვიდეთ, - უაღრესისაგან და უდარესისა: უაღრესისა სულისაგან და უდარესისაგან ჴორცთაჲსა, და უმეტესადღა უდარესისაგან - მფრინველთა ცისათა, ვითარმედ უკუეთუ ესრეთ უნდოთა ამათ და შეურაცხთა ესრეთ კეთილად იურვის, არა უფროჲსად თქუენთჳს იზრუნოსა?

ესე ერისა მის მიმართ თქუა, რომელთა ფრიადი აქუნდა უმეცრებაჲ, ხოლო ოდეს-იგი ეშმაკისა მიმართ ჰყოფდა სიტყუასა, არა მფრინველნი მოიხუნა სახედ, არამედ თქუა: „არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“.3 ხოლო აქა კაცთა მომართ იტყჳს და ამისთჳს სახედ შემოიღებს მფრინველთა, რაჲთა შევიკდიმოთ ამის იგავისაგან. გარნა ვიეთნიმე ურჩულონი ესოდენ განცოფნეს, ვიდრეღა ბრალობადცა იკადრეს ამის მცნებისა და თქუეს, ვითარმედ: არა ჯერ-იყო, ვინაჲთგან ნეფსითთა ამათ სწავლათა დაუდებდა ბუნებითთა საქმეთა შემოღებად; და არა გულისჴმა-ყვეს უგუნურთა მათ, ვითარმედ დაღაცათუ მფრინველთა ესე ბუნებით აქუს, არამედ ძალ-გჳც ჩუენცა ნეფსით ქმნად. რამეთუ არა თქუა, თუ: მიხედენით მფრინველთა, ვითარ ფრინ-

1 მათ. 6,27. 2 1 კორ. 3,7. 3 მათ. 4,4.

ვენ, რომელ-ესე შეუძლებელ არს კაცისაგან ქმნად, არამედ: მიხედენითო, ვითარ თჳნიერ ზრუნვისა იზარდებიან, რომელ-ესე ჩუენცა, უკუეთუ გუენებოს, ძალ-გჳც ქმნად, ვითარცა მრავალთა ქმნეს და აღასრულეს.

არამედ წყარომან მან და უფსკრულმან სიბრძნისამან არა მოიღო სახე კაცთაგან, რამეთუ აქუნდა თქუმად, უკუეთუმცა ენება, ელიაჲსთჳს და მოსესთჳს და იოვანესთჳს და სხუათათჳს, რომელთა მოიგეს უზრუნველი ცხორებაჲ, არამედ აწ მფრინველნი აჴსენნა უმეტესად საკდემელად, რამე-თუ უკუეთუმცა მართალნი იგი ეჴსენნეს, თქუესმცა, ვითარმედ: არა ვართ საზომსა მათსა; ხოლო აწ მფრინველთათჳს თქუა, რაჲთა არავის აქუნდეს მიზეზი, ვითარცა-იგი ძუელსაცა შინა სახედ შემოიღებენ ფუტკარსა და ჯინჭველსა და გურიტსა და მერცხალსა, რამეთუ ამითცა ჯერითა პატივცემულ ვართ, რომელ ძალ-გჳც ნეფსით ქმნად, რაჲ-იგი მათ აქუს ბუნები-თისაგან წესისა. და ვინ არს, რომელმან ესე არა გულისჴმა-ყოს, ვითარმედ უკუეთუ ჩუენთჳს დაბადებულთა მათ ესრეთ იურვის, არა უფროჲსად ჩუენ გჳღუაწნესა? უკუეთუ მონათა მათ იღუწის, რომელნი-ესე მეუფედ და უფლად მათ ზედა დაუდგენიეთ, არა გჳღუაწნესა? ამისთჳს თქუა: „მიხედენით მფრინველთა ცისათა“. არა თქუა: რომელნი არა ვაჭრობენ, არცა მოიფრდიან, არამედ: „არა სთესვენ, არცა მოიმკიან“. ვაჭრობანი და სხუანი ანგაჰრებანი არცა თუ აჴსენნა, ვითარცა სრულიად ნამეტნავნი, არამედ განწესებულთა ამათ საქმეთათჳს თქუა: „არა სთესვენო, არცა მოიმკიან“. თქუას ვინმე, ვითარმედ: და არა ჯერ-არსა თესვაჲ და მკაჲ? გარნა გულისჴმა-ყავთ: არა თქუა, თუ თესვაჲ არა ჯერ-არს, არამედ ზრუნვაჲ არა ჯერ-არს; არცა თქუა, თუ შრომაჲ არა ჯერ-არს, არამედ განლევაჲ თავისა თჳსისაჲ ზრუნვათა და საურავთაგან არა ჯერ-არსო; და არცა ესე თქუა, თუ საზრდელისა მიღებაჲ არა ჯერ-არს, არამედ ყოველსა შინა უზრუნველობაჲ ხოლო გჳბრძანა.

ესე სიტყუაჲ პირველვე დავით მოასწავა და თქუა: „თუალნი ყოველ-თანი შენ გესვენ, და შენ მოსცე საზრდელი მათი ჟამსა. აღამაღლო ჴელი შენი და ჰზრდიდე ყოველთავე სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა“.1 და კუალად იტყჳს: „რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“;2 რაჲთა ესე ყოველი გუესმას და დავსცხრეთ ცუდთა მათ და მრავალთა ზრუნვათაგან, რომელთაგან არაჲ არს სარგებელი.

ხოლო მეტყჳან სულმოკლენი და ზრუნვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ სადა იპოა, რომელიმცა არა ზრუნვიდა? არა გესმაა, რომელნი ზემო ვაჴსენენ: მოსე და ელია და იოვანე და სხუანი მრავალნი? არა ჰხედავა კუალად იაკობს, ვითარ მამულისა მის სახლისაგან შიშუელი განვიდა და იტყოდა: „უკუეთუ მომცეს უფალმან პური ჭამად და სამოსელი შემოსად“,3 რომე-

1 ფსალმ. 144,15-16. 2 ფსალმ. 146,9. 3 დაბ. 28,20.

ლი-ესე არა ზრუნვისა სიტყუაჲ არს, არამედ ღმრთისაგან თხოჲსაჲ და მისისა სასოებისაჲ. ეგრეთვე მოციქულთა წარჰმართეს ესე სრულიად, რაჟამს ყოველივე დაუტევეს და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ იზრუნეს; ეგრეთვე სამ ათასთა მათ და ხუთ ათასთა და სხუათა მრავალთა, რომელნი სწავლასა მოციქულთასა შეუდგეს და ყოვლისავე მონაგებისა მათისაგან შიშუელნი განვიდეს და მიმოვიდოდეს სოფელსა შინა, ქადაგებდეს სახარებასა წმიდა-თა მოციქულთა თანა და ყოველივე ზრუნვაჲ საზრდელისა ანუ სამოსლისაჲ არა აქუნდა, არამედ სასოებითა ღმრთისაჲთა ცხონდებოდეს; ხოლო შემდგომად მათსა მიხედენით კუალად კრებულსა მამათასა, მეუდაბნოეთა და განშორებულთასა, რომელნი უკუეთუ თითოეულად ვაჴსენნე, რავდენთა სრულიად უარ-ყვეს ყოველივე ზრუნვაჲ ჴორცთაჲ და უფალსა მისცეს სასოებაჲ მათი, აღვრაცხნე იგინი, და უფროჲს ქჳშისა განმრავლდენ.

ხოლო ჩუენ უკუეთუ ამათ ესოდენთა სახეთა კეთილისათა ვერ ვჰბა-ძავთ ფრიადისა მის სიზრქისათჳს გონებათა ჩუენთასა, მივხედნეთ უსარგებლობასა მას ზრუნვისასა და ამისთჳს ვიჯმნათ მისგან, რამეთუ ამისთჳს იტყჳს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?“ (6,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ ხილულისა მისგან უხილავი იგი საცნაურ-ყო? რამეთუ ვითარცა ჰასაკსა შენსა რაოდენცა ჰზრუნვიდე, ვერცა თუ მცირედსა რასმე ჴელ-გეწიფების შეძინებადო, ეგრეთვე ზრუნვითა შენითა ვერცა საზრდელისა მორეწად ძალ-გიც, დაღათუ ეგრეთ ჰგონებ, თუ ზრუნვითა შენითა მოირეწ; რამეთუ ესე სახე გულისჴმა-გჳყოფს, უკუეთუ გუენებოს, ვითარმედ ყოველსა ღმრთისა განგებულებაჲ იქმს, და იგი გუზრდის ჩუენ და ყოველსავე აღასრულებს, დაღაცათუ ჩუენ ვერ ვსცნობთ.

ხოლო უკუეთუ მისმან განგებულებამან დაგჳტევნეს, არცა ზრუნვაჲ სარგებელ გუეყოს, არცა შრომაჲ, არცა საფასენი, არცა სხუა რაჲ, არამედ ყოველივე ცუდ და ამაო იქმნას.

სწავლაჲ კა მოწყალებისათჳს

აწ უკუე ნუმცა ვინ ჰგონებს, თუ შეუძლებელნი არიან მცნებანი ქრისტესნი აღსრულებად, რამეთუ მრავალნი არიან ამათცა ჟამთა, რომელნი აღასრულებენ მათ; ხოლო უკუეთუ ჩუენ უმეცარ ვართ, ნუ გჳკჳრს, ნუცა ამისთჳს ურწმუნო ვიქმნებით, რამეთუ ელიაცა ეგრე ჰგონებდა, თუ იგი ხოლო დაშთომილ არს ღმრთისმსახურთაგან, არამედ ესმა, ვითარმედ: „დამიტეობია თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი“.1 და აწცა უკუე საცნაურ არს, ვითარმედ მრავალნი აღასრულებენ მოქალაქობასა მას სამოციქულოსა, განშიშულებულნი ყოვლისაგანვე ზრუნვისა და საურავისა.

ხოლო უკუეთუ ურწმუნო ვართ ამას ზედა, არა თუ ამისთჳს არს ურწმუნოებაჲ იგი, რომელ აღმასრულებელნი ესევითარისა მის მოქალაქობისანი არა არიან, არამედ რომელ ჩუენ ფრიად შორს ვართ და უცხო მისგან, ამისთჳს ურწმუნო ვიქმნებით, ვითარცა-იგი მომთრვალესა არა ჰრწამნ, თუ არს კაცი, რომელი არა თუ ღჳნოსა ოდენ განეყენების, არამედ არცა თუ წყალსა სუამს, გარნა ესე მრავალთა მონაზონთა ჩუენ მიერცა ხილულ-თა წარჰმართეს, რომელ არცა თუ წყლისა გემოსა იხილვიდეს, არა თუმცა ღჳნოსა სუმიდეს. ეგრეთვე მეძავსა არა ჰრწამს, თუ ადვილ არს ქალწულებაჲ, და რომელი სხუათასა მოიტაცებდეს, არა ჰრწამს, თუ არს ვინ, რომელი ყოველსა მონაგებსა თჳსსა სხუათა განუყოფს.

ეგრეთვე რომელნი განილევიან დღითი-დღე ბევრეულთა ზრუნვათა შინა, არა ადვილად შეიწყნარებენ სიტყუათა ამათ, ხოლო ადვილ არს ამისი გამოჩინებაჲ, ვითარმედ ჭეშმარიტ არს და არა შეუძლებელ მცნებაჲ ესე, არა მათ მიერ ოდენ, რომელთა ძუელსა შინა და ახალსა განცხადებულად წარჰმართეს მცნებაჲ ესე, არამედ მათ მიერცა, რომელნი ჩუენისა ამის ნათესავისა ზე აღასრულებენ ამას სათნოებასა; გარნა ვინაჲთგან თქუენ ვერ ჴელ-ჰყოფთ კეთილსა ამას საზომსა, დაუტეო ამის პირისათჳს სიტყუაჲ და იგი ვთქუა: განეშორენით ანგაჰრებისაგან, ისწავეთ მოწყალებაჲ და უცხოთშეწყნარებაჲ. უკუეთუ ესე წარჰმართოთ, საყუარელნო, ადრე ღირს იქმნათ მასცა საზომსა მიწევნად. იჯმენით მეტთა მათ და ნამეტნავ-თა მონაგებთაგან და მოხუეჭისაგან და ტაცებისა, სიმართლისა ნაყოფთაგან იყავნ ნაქონები თქუენი. რამეთუ ნეტარი იოვანეცა, ოდეს-იგი ასწავლიდა მეზუერთა და მჴედრობად განწესებულთა, ესრეთ ეტყოდა: „ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა სწამებთ და კმა-გეყავნ როჭიკი თქუენი“;2 არა თუ არა ენება უაღრესთა საქმეთა და მაღალთა სათნოებათა სწავლად, არამედ იცოდა, ვითარმედ ფრიადისა მის უძლურებისაგან გონებათა მათთაჲსა უზეშთაესთა მათ სმენად ვერ ძალ-უც. ამისთჳს მცირეთა მათ საქმეთა ეტყჳს და დიდთა თანაწარჰჴდების.

ამისთჳს მეცა მდაბალთა ამათ და მცირეთა საქმეთა გამცნებ, რამეთუ უწყი, ვითარმედ წესი იგი სრულისა მის უპოვრებისაჲ უზეშთაეს საზომისა თქუენისა არს, და ჰე თუმცა უდარესთა ამათ მცნებათა ჴელ-ჰყავთ აღსრულებად, რამეთუ ესეცა ფრიადი ნუგეშინის-ცემაჲ არს.

დაღაცათუ უპოვრებაჲ წარმართთა შორისცა მრავალთა წარჰმარ-თეს და სრულიად ყოვლისავე მონაგებისაგან განშიშულდეს, დაღაცათუ არა საღმრთოჲთა გულისსიტყჳთა, და გამოაჩინეს, ვითარმედ ყოვლად-

1 შდრ. 3 მეფ. 19,18. 2 ლუკ. 3,14.

ვე არა შეუძლებელ არს საქმე ესე, ვინაჲთგან მათცა წარჰმართეს; გარნა თქუენთჳს კმა არს ჩემდა, უკუეთუ მოწყალებაჲ კეთილად წარჰმართოთ, რამეთუ უკუეთუ ამას შინა წარემატებოდით, ადრე მიიწინეთ უაღრესისა და უზეშთაესისა საზომისა მიმართცა.

ხოლო უკუეთუ ამასცა არა აღვასრულებდეთ, რაჲ-მე სიტყუაჲ გუაქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა უმეტეს ძუელსა შინა შჯულსა წარმართებულთასა ვიქმნეთ, და ჩუენ უდარეს ვიპოვნეთ წარმართთასაცა?

რაჲ-მე ვთქუათ, რომელთა ბრძანებულ არს, რაჲთა ანგელოზ ვიქმნეთ და შვილ ღმრთისა, ოდეს კაცებისაცა წესსა არა დავადგრეთ? რამეთუ ტაცებაჲ და მოხუეჭაჲ არა კაცობრივისა პირმეტყუელობისაჲ არს, არამედ მჴეცებრივისა მძჳნვარებისაჲ, და უფროჲსად მათისაცა უძჳრეს არიან, რომელნი სხუათასა მოიტაცებენ, რამეთუ მათდა ბუნებითი არს ესე საქმე, ხოლო ჩუენ, რომელნი პირმეტყუელებითა პატივცემულ ვართ, უკუეთუ ბუნებისა გარეშესა მას სიფიცხესა და მძჳნვარებასა შთავცჳვეთ, ვითარ-მე ვპოოთ წყალობაჲ?

ამისთჳს, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ საზომი იგი წინამდებარისა ამის და განწესებულისა ჩუენდა მოქალაქობისაჲ და ვისწრაფოთ ჰე თუ საშუვალსა მას მიწევნად წესსა, რაჲთა დღითი-დღე წარმართებითა სისრულესაცა მივიწინეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.