...აწერტელ ჴორცთა, რამეთუ ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო "სატან" ენითა ებრაელთაჲთა მჴდომსა სახელ-ედების. აწ უკუე, ქადაგ წინააღმდგომ და მჴდომ მოციქულისა ეწოდა ალექსანდრეს მჭედელსა, ჳმენეოსს და ფილიტოსს, რამეთუ ესრეთ წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, მესამესა თავსა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატან" (), ესე იგი არს მჴდომ და წინააღმდგომ. ეგრეთვე ქადაგ წინააღმდგომ მოციქულისა იყო ყოველი წინააღმდგომი, დამაყენებელი ქადაგებისა მისისაჲ, მდევნელნი, შემპყრობელნი, მცემელნი, რომელთა-იგი სატან უწოდს, ვითარცა მსახურთა სატანაჲსთა, რამეთუ, ვითარ იგი წინა-აღუდგა ღმერთსა და ამისთჳს სატანა ეწოდა, რომელ არს მჴდომი, ეგრეთვე, რომელნი ქადაგებასა ღმრთისასა წინა-აღუდგებოდინ, მათცა სამართლად სახელ-ედების სახელი ესე, ვითარცა შვილთა მამისა მათისა ეშმაკისათა. ხოლო შენ, გესმეს რაჲ გარდარეულებაჲ გამოცხადებათაჲ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალთა და ურიცხუთა ხილვათა თჳსთაგან ერთი ესე ოდენ უთქუამს, და ესეცა მიფარულად-რე, ვინაჲცა სიმრავლესა თჳსთა ხედვათა წარმატებისასა მიფარულად-რე იტყჳს, ხოლო საწერტელსა ჴორცთასა და მიზეზსა მისსა — განაცხადებს; რამეთუ დევნულებანი იგი და ჭირნი და პყრობილებანი განჰკაფდეს ჴორცთა მისთა, და მისი იგი სიმრავლე ჭირთაჲ წინაშე პირსა სხუა...
მესამე მეფეთა 5:4
3. შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ იყუნენ გარემოს მისა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა.4. და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა.5. და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნიშები შენი, რომელ მისცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა.
მესამე მეფეთა თავი 5