მსაჯულთა 14:17
16. და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?17. და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.18. და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.
მსაჯულთა თავი 14