მსაჯულთა 14:18
17. და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.18. და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.19. და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან, და შთავიდა ასკალონდ და დაესხა მუნ ოცდაათსა კაცსა. და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი, რომელთა უთხრეს მას იგავი იგი მისი. და განრისხნა გულისწყრომით სამსონ და წარვიდა სახიდ მამისა თჳსისა.
მსაჯულთა თავი 14