მსაჯულთა 16:18
17. და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.18. და ვითარცა იხილა დალილა, რამეთუ უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ, მიავლინა და მოუწოდა ყოველთა მათ მთავართა უცხოთესლსთასა და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით აწ, რამეთუ მითხრა მე ყოველივე გულისა მისისაჲ. და მოვიდეს მისა ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი და მოართუეს ვეცხლი იგი ჴელითა მათითა.19. და დააწჳნა იგი შორის მუხლთა თჳსთა და მოიყვანა მკუეცარი, და დაჰყჳნა შჳდივე იგი კოწოლი თავისაჲ. და იწყო დამდაბლებად და განეშორა მისგან ძალი მისი.
მსაჯულთა თავი 16