მსაჯულთა 16:19
18. და ვითარცა იხილა დალილა, რამეთუ უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ, მიავლინა და მოუწოდა ყოველთა მათ მთავართა უცხოთესლსთასა და ჰრქუა, ვითარმედ: მოვედით აწ, რამეთუ მითხრა მე ყოველივე გულისა მისისაჲ. და მოვიდეს მისა ყოველნი მთავარნი უცხოთესლთანი და მოართუეს ვეცხლი იგი ჴელითა მათითა.19. და დააწჳნა იგი შორის მუხლთა თჳსთა და მოიყვანა მკუეცარი, და დაჰყჳნა შჳდივე იგი კოწოლი თავისაჲ. და იწყო დამდაბლებად და განეშორა მისგან ძალი მისი.20. და ჰრქუა დალილა: უცხოთესლნი შენ ზედა, სამსონ! და განიღჳძა ძილისა თჳსისაგან სამსონ და თქუა: განვიდე და განვყარნე მტერნი ჩემნი და უყო, ვითარცა იგი პირველ! და მან არა უწყოდა, რამეთუ განეშორა მისგან ძალი მისი.
მსაჯულთა თავი 16