მსაჯულთა 20:31
30. და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ.31. და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან.32. და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე.
მსაჯულთა თავი 20