მსაჯულთა 20:32
31. და გამოუჴდეს ძენი ბენიამენისნი ბრძოლად ერსა მას, და გამოაშორნეს ქალაქისა მისგან, და იწყეს მოსრვად ერისა მისგანთა წყლულებითა, ვითარცა პირველ, და მერმე გზასა ზედა, რომელი-იგი აღვალს ერთი ბეთლემდ და ერთი გაბაად ველსა ზედა. და დაეცნეს ვითარ ოცდაათ ოდენ კაც ისრაჱლისაგან.32. და თქუეს ძეთა ბენიამენისთა: დაეცნეს წინაშე ჩუენსა, ვითარცა-იგი პირველ! და ძეთა ისრაჱლისათა თქუეს: ვივლტოდეთ და გამოვაშორნეთ იგინი ქალაქისაგან გზათა ზედა! და ყვეს ეგრე.33. და ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ აღდგეს ადგილით მათით და ეწყვნეს ბალთაბარს, და მზირი იგი ისრაჱლისაჲ ჰბრძოდა ადგილობანს დასავალით კერძო გაბაასა.
მსაჯულთა თავი 20