მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მსაჯულთა 7:20

19. და შევიდა გედეონ და ასი კაცი მის თანა ერთკერძო ბანაკსა მას, ვითარ ეწყო ოდენ მჴუმელთა მათ შუვა ღამე და განმაღჳძებელნი იგი აღ-ვე-აღჳძებდეს მჴუმილთა მათ, ხოლო მათ დაჰბერეს ნესტუსა მას რქისასა და განყარნეს ჩაფნი იგი ჴელთაგან მათთა.20. და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.21. და დადგა კაცად-კაცადი თჳსაგან გარემოის ბანაკსა მას. და რბიოდა ყოველივე იგი ბანაკი, და აუწყებდეს და ივლტოდეს.
მსაჯულთა თავი 7
20. და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავსდვათ თქუენ ზედა (15,28).:

...სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა საღმრთოჲსა, რომელი-იგი ღმერთ არს ბუნებით, და ქადაგთაცა მისთა ღმერთ-ჰყოფს მადლით და მინიჭებით. არამედ ფრიადი საზღვარი არს შორის ბუნებით ღმრთისა ღმერთ-მყოფელისა და შორის მონათა, მადლით ღმერთ-ქმნულთა მის მიერ, რომელნი არარას ვის დაუმძიმებენ ძუელთა წესთა ძიებითა.

გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).

თარგმანი: სამნი ესე თხოვანი მშთვრისა და სისხლისა და ნაკერპავისაგან განყენებაჲ მისვე ძუელისა...

სრულად ნახვა