თარგმანი: შემდგომად მართლისა სარწმუნოებისა საქმეთაცა კეთილთა მოღუაწებად გუამცნებს, რაჟამს თქუას, ვითარმედ: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისა, არა წარმართობასა, არცა ჰურიაობასა, არამედ ქრისტიანობასა შინა ქმნულისაჲთა; არა საჩუენებელად კაცთა, არამედ მხოლოდ სადიდებელად ღმრთისა და საქებელად სახელისა მისისა წმიდისა, რაჲთა მისდა ოდენ ცხად იყოს და არა განქიქებულ წინაშე კაცთა.
ფილიპელთა მიმართ 1:11
10. რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა,11. აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად ღმრთისა.12. უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა,
ფილიპელთა მიმართ თავი 1