მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:13

12. უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა,13. ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა,14. და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
13. ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა,
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა (1,13-14).:

თარგმანი: ტაძრად უწოდს პალატსა ჰრომთა სამეუფოჲსასა, რომელსა შინა განკითხვად წარიდგინა იგი, და წინაშე პირსა ყოველთასა კადნიერებითა ურწმუნოთა ექმნა გზა მოქცევისა, და მორწმუნენი უკადნიერესად ქადაგ ყვნა სახარებისა. მათ უწოდს სხუად, ხოლო ამათ — ძმად.

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: კრულებანი ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ყოველსა მას ტაძარსა (1,13).:

თარგმანი: ტაძრად ნერონ მეფისა სამშჯავროსა იტყჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის