თარგმანი: ჟამთა მათ მოციქულისა პყრობილებისათა იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი შურითა და ჴდომითა მოციქულისაჲთა მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს სახარებასა ქრისტესსა; კაცნი ყოვლად ურწმუნონი და უცხონი ქრისტესგან; გარნა იგინი ამისთჳს ჰყოფდეს მას სიდრკუითა გონებისაჲთა, რაჲთა, ესმეს რაჲ ნერონს, ვითარმედ აწცა მოწაფენი პავლესნი მიმოვლენ და ქადაგებენ ქრისტესა, უმეტესად განძჳნებულმან უმძაფრესითა გუემითა მალიად მოაკუდინოს იგი, ვითარცა მიზეზი ესევითართაჲ. რამეთუ მზაკუვარებით ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი მოწაფედ მოციქულისა და მის მიერ წარმოვლინებულად სახელ-სდებდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესრეთ მათ ძლით უმეტეს იტანჯოს მოციქული, რომელი-ესე დიდი პატივი იყო პავლესი, ვითარ მიზეზითა ჴორცთა მისთა ტანჯვისაჲთა ურწმუნოთაცა მიერ იქადაგებოდა ქრისტე. ხოლო იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი სიყუარულით, არა პირველთა მათებრ არაწმიდებით, არამედ ფრიადითა სიწმიდითა გონებისაჲთა მეცნიერ იყვნეს მოციქულისასა, ვითარმედ უხარის მოციქულსა ყოველი ჭირი და შრომაჲ, რომელი შეემთხჳოს ქრისტეს ქადაგებისათჳს, რომლისათჳს-იგი ჩინებულ არს ღმრთისა მიერ და სიტყუაჲ მიეჴადების, არათუ მრავალნაწილად პირებისა მიერ...
ფილიპელთა მიმართ 1:15
14. და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად.15. რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე და სათნოებისათჳსცა ქრისტესა ქადაგებენ.16. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა;
ფილიპელთა მიმართ თავი 1