თარგმანი: იხილე, ვითარ სწორებით მოუსპობს მათგან ზუაობასა და მინდობასა თავისასა, ვითარმედ ღმრთისა მიმართ ჯერ-არს ქონებაჲ სასოებისაჲ, რაჲთა მან მოგცეს ძალი სრულ-ყოფად დაწყებულსა თქუენგან საქმესა კეთილისასა, რამეთუ იგი არს დაწყებაჲ და აღსასრული ყოველთა კეთილთაჲ, რომელსა ჰმადლობ, და მრწამს, ვითარმედ, ვითარ-იგი პირველ გარდასრულნი მადლნი, ეგრეთვე მომავალნიცა კეთილნი მოგანიჭნეს, რაჟამს დაიცვას თქუენ შორის მოქმედებაჲ ეგე კეთილისაჲ, ვიდრე დღედმდე მეორედ მოსლვისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელ-იგი არს დღჱ სასყიდლის კუალად-გებისაჲ საქმეთაებრ თითოეულისათა.
ფილიპელთა მიმართ 1:6
5. ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქმადე.6. და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.7. ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳს-გებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ.
ფილიპელთა მიმართ თავი 1