თარგმანი: ზემო ესოდენ აღმატებულ ყო ქრისტესთჳს ვნებაჲ უფროჲს ყოველთა სასწაულთა და მკუდართა აღდგომისასა, რომლითა საცნაურ არს, ვითარმედ სასწაულთათჳს ჩუენ თანამდებ ვართ ღმრთისა; და უკუეთუ არა ფრიად განვეკრძალნეთ, უძჳრესად დავისაჯნეთ, ვითარცა თანამდებნი დიდისა მადლობისანი, და ვერარაჲთ გარდამჴდელნი თანანადებისანი. ხოლო რაჟამს ქრისტესთჳს გუევნებოდის, მაშინ იგი თავადი თანამდებ არს ჩუენდა, რომელსა უხუებით ძალ-უც ბევრწილ-ყოფაჲ მისაგებელისაჲ. ხოლო აწ ეტყჳს სიტყუასა საკჳრველსა, ვითარმედ: რაოდენი რაჲ გულს-გიც ჩემთჳს ნუგეშინის-ცემაჲ ქრისტეს მიერი, მისთჳს შემთხუეულთა ამათ ჭირთათჳს; რაოდენი რაჲ გასმიეს ჩემთჳს და გნებავს მისითა მობაძავ-ყოფითა სიყუარულით ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი; რაოდენითა რაჲთ გნებავს, რაჲთა ზიარ ჩემ თანა იქმნნეთ სულისა წმიდისა; რაოდენი რაჲ გაქუს ნაწილი მოწყალებისა მამებრივისა და წყალობისა ძმებრივისაჲ — ესე ყოველი მაშინ აღავსოთ განმამხიარულებელად ჩემდა, რაჟამს ვითარ-ეგე აწ გიწყიეს, მასვე წესსა ზედა სრულ-ჰყოთ ურთიერთას სიყუარული და ერთნებობაჲ ძმობისა მაგის თქუენისაჲ. ვითარ თუმცა მოკლედ ეტყოდა, ვითარმედ: რაჲცა რაჲ თანა-გაც ჩემდა მოგებად...
ფილიპელთა მიმართ 2:1
1. რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ,2. აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით,
ფილიპელთა მიმართ თავი 2