თარგმანი: რასა "ყოველსავე"? თჳნიერ მას, რასაცა გჳბრძანებს ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ, მის ყოვლისავე ქმნად თანამდებ ვართ, თჳნიერ დრტჳნვისა და გულისსიტყუათა ორგულებისათა, რამეთუ ესე არს ღონე თავისუფალ-მყოფელი ბრალისაგან მცნებისა გარდასლვისა, რაჲთა თჳნიერ დრტჳნვისა თავს-ვიდებდეთ ოფლთა სათნოებისათა, რამეთუ მდრტჳნავი უმადლო იქმნების ღმრთისა, და უმადლოჲ ღმრთისაჲ — თანამდებ საშჯელისა. ხოლო გულისსიტყუანი ორგულებისანი მოაუძლურებენ ძალსა კეთილთა მოქმედებისასა, და განდრეკითა სიწრფოებისა და უმანკოებისაგან — ყოვლად მანკიერ გუყოფენ ჩუენ. ამისთჳს შეუორგულებელად ქმნითა ყოვლისავე ღმრთისა მიერ ჩუენდა ბრძანებულისაჲთა, ვიქმნებით უმანკო და თავისუფალ ბოროტისაგან.
ფილიპელთა მიმართ 2:14
13. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს.14. ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა,15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
ფილიპელთა მიმართ თავი 2