თარგმანი: ამას ადგილსა დიდ არს მოციქულისა მიერ ქებაჲ ეპაფროდიტესი, რომელი იყო კაცი სათნოჲ, ერთი მკჳდრთაგანი ფილიპიაჲსათა, და მათ მიერ წარვლინებული მოციქულისა, და მიმრთუმელი მისა საჴმართაჲ, წარცემულთაჲ მათ მიერ, რომელთა მიღებისათჳს მოციქულად მათდა უწოდს მას, ვითარცა წარვლინებულსა მათ მიერ, რამეთუ მოციქული "წარვლინებულად" გამოითარგმანების. ხოლო თანამოსაგრეობისა წილ თანამჴედრობაჲ უსაკუთრეს არს, რამეთუ მოსაგრე მოგზაურსა ჰქჳან, ხოლო თანამჴედარი — თანამბრძოლსა, რომლისათჳს მოციქული თანამჴედრად თჳსსა უწოდს, ვითარცა მის თანა მბრძოლსა, მირთუმითა მისდა საჭიროთა საჴმართაჲთა და განძლიერებითა ღუაწლსა შინა წყობისასა, რომელსა კუალად მათდავე უკუნ-აქცევს, ვითარცა მიმყოვრებულად განგრძობითა დაყოვნებულსა ხილვად მათდა და სურვიელსა მათსა, რომელთა სიყუარულისათჳს ესოდენი თავს-ედვა ჭირი მგზავრობისაჲ.
ფილიპელთა მიმართ 2:25
24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.25. უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა,26. ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა.
ფილიპელთა მიმართ თავი 2