მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულმხიარულად ვცნა თქუენთჳს, რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა (2,19-21).

თარგმანი: ვინაჲთგან თავისა თჳსისათჳს წარმოუთხრა მათ განვრცომაჲ სახარებისაჲ, და ვითარმედ სირცხჳლეულ იქმნნეს წინააღმდგომნი, რაჟამს რომლითა-იგი წყურიელ იყვნეს შეიწრებად და შემცირებად ქადაგებასა სახარებისასა, მის მიერ უფროჲს აღმატებულ და განფენილ ყვეს იგი, ამიერითგან თჳსსაცა აუწყებს, ვითარმედ წადიერ არს, რაჲთა ცნას მთთჳს, და ესე ყოს მივლინებითა ტიმოთესითა, ოდესცა ქრისტესა ენებოს. ხოლო თქუა რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა მეცა სულ-შუებულ ვიქმნე ცნობითა თქუენთჳს; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-ეგე თქუენნი სულნი შუებულ ვყვენ თხრობითა ჩემთჳს, ეგრეთვე მეცა განვიშუა სულითა, რაჟამს მესმეს თქუენთჳს, და ამის თხრობისა მებავთე, ნუუკუე და სხუაჲცა ვინმე მაქუნდა მივლინებად, ხოლო არავინ ესევითარი, ვითარ ტიმოთე, რომელსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ერთსულ უწოდს, ესე იგი არს, ვითარმედ ვითარ-იგი პავლეს, ეგრეთვე ტიმოთეს საწადელ უჩნდა ცხორებაჲ მორწმუნეთა ქრისტესთაჲ. არათუ სხუათა აგინებს, არამედ ტიმოთეს უმეტესად ადიდებს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ ესრეთ წადიერებით თავს-იდებდა ესოდენისა გზისა დაშრომითა მისლვასა თქუენდა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთა განსუენებასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა.

იხილე სიტყუაჲ შესაძრწუნებელი, ვითარ, რომელი თავისა თჳსისა განსუენებასა ეძიებდეს, ესევითარი იგი ქრისტესა ვერ განუსუენებს, რამეთუ ქრისტეს განსუენება არს, რაჟამს, ვითარ-იგი მან, ეგრეთვე ჩუენ ყოვლითვე თავს-ვიდვათ ძმათა ჩუენთა ცხორებისათჳს, და იწროჲთ ბჭით, რომელ არს ჭირი ჴორცთაჲ, და საჭირველით გზით, რომელ არს სოფელსა ამას ჭირისა ქონებაჲ, შევიდეთ ფართოებასა სასუფეველისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე (2,22-24).

თარგმანი: არა ლიტონად პატივ-სცემს ტიმოთეს, არამედ უწყის, ვითარმედ რაოდენცა აღმატებულ ყოს პატივი მისი, ეგოდენ უფროჲს შესაწყნარებელ ყოს ქადაგებაჲ მისი. ამისთჳს თჳთ მათ მიიყვანებს მოწამედ, ვითარცა მეცნიერთა სათნოებისა მისისათა, და ღმერთსა ესავს, ვითარმედ მან განუმარჯოს მივლინებაჲ მისი; და ესე მაშინ ვყო, — იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს განვიხილო თავისა ჩემისაჲ მყისი. ესე იგი არს, ვითარმედ: მაშინ მოგივლინო თქუენ ტიმოთე, რაჟამს განვიხილო მეყსა შინა შემთხუეული ჩემდა, რამეთუ მყისად უწოდდეს ძუელნი განჩინებასა მთავრისა გინა მსაჯულისასა, რომელი გამოჴდის პყრობილსა ზედა; გინათუ სიკუდილისაჲ, ანუ ცხორებისაჲ, მეყსა შინა წამსა თუალისასა. არამედ, რაჲთა არა შეწუხნენ, ესმეს რაჲ იჭჳ სიკუდილისა და ცხორებისა მისისაჲ, ამისთჳს სასოებითა უფლისაჲთა აღუთქუამს მისლვასა მათდა მიმართ.

მოციქულისაჲ: უმჯობესად-რე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს, ძმისა ჩემისა და თანაშემწისა და თანამოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მივლინებად თქუენდა, ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად (2,25-26).

თარგმანი: ამას ადგილსა დიდ არს მოციქულისა მიერ ქებაჲ ეპაფროდიტესი, რომელი იყო კაცი სათნოჲ, ერთი მკჳდრთაგანი ფილიპიაჲსათა, და მათ მიერ წარვლინებული მოციქულისა, და მიმრთუმელი მისა საჴმართაჲ, წარცემულთაჲ მათ მიერ, რომელთა მიღებისათჳს მოციქულად მათდა უწოდს მას, ვითარცა წარვლინებულსა მათ მიერ, რამეთუ მოციქული "წარვლინებულად" გამოითარგმანების. ხოლო თანამოსაგრეობისა წილ თანამჴედრობაჲ უსაკუთრეს არს, რამეთუ მოსაგრე მოგზაურსა ჰქჳან, ხოლო თანამჴედარი — თანამბრძოლსა, რომლისათჳს მოციქული თანამჴედრად თჳსსა უწოდს, ვითარცა მის თანა მბრძოლსა, მირთუმითა მისდა საჭიროთა საჴმართაჲთა და განძლიერებითა ღუაწლსა შინა წყობისასა, რომელსა კუალად მათდავე უკუნ-აქცევს, ვითარცა მიმყოვრებულად განგრძობითა დაყოვნებულსა ხილვად მათდა და სურვიელსა მათსა, რომელთა სიყუარულისათჳს ესოდენი თავს-ედვა ჭირი მგზავრობისაჲ.

მოციქულისაჲ: და ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა. და ნამდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან შეიწყალა იგი, და არა ხოლო იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ მწუხარებასა ზედა დამერთოს. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო (2,26-28).

თარგმანი: რაჟამს იხილოს მოციქულმან, ვითარმედ სულიერად უყუარს ვინმე ვიეთმე, მაშინ უმეტესად აღმატებულ ჰყოფს სიყუარულსა მას საყუარელისასა, ვითარ-ესე აწ ეპაფროდიტესთჳს ჰყოფს, რამეთუ განუცხადებს, ვითარმედ სამართლად უყუარს მათ მოყუარე იგი მათი, რომელი სურვიელცა იყო და ზრუნვიდა, ვითარ იგინი მწუხარე იყვნეს სნეულებისა მისისათჳს. ამისსა შემდგომად მიუთხრობს მათ დასნეულებასა მისსა, რაჲთა უმეტესად მადლობად ღმრთისა აღძრნეს მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ბჭეთაგან სიკუდილისათა გამოჴსნილ არს, ხოლო შეწყალებად ღმრთისა უწოდს განკურნებასა მისსა, რამეთუ ყოველივე ჩუენი — სიკუდილი და ცხორებაჲ — ღმრთისა მიერ უმჯობესად განეგებვის; მართალთათჳს — წარსამატებელად სათნოებისა, ხოლო ცოდვილთათჳს — მოსაქცეველად ცოდვისაგან. ამისთჳს აწ არა ხოლო მისსა წყალობად იტყჳს განკურნებასა მისსა სნებისაგან, არამედ თავისაცა თჳსისა, რამეთუ ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ უყუარს იგი ფილიპელთა, ამისთჳს მათ თანა ლმობილ და მოსწრაფე იყო, რაჲთა არარაჲთ მწუხარე იქმნენ, და ესეცა მათ თანა მწუხარებისათჳს, მრჩობლთა მწუხარებათაგან იჴსნა, რამეთუ სნეულებისათჳს მწუხარე იყო, და თუმცა სნეულებასა მას შინა მომკუდარ იყო, ესე იყო მისსა მწუხარება მწუხარებასა ზედა. ამისთჳს მსწრაფლ მიავლენს, რაჲთა არა ხოლო სმენითა ჰამბავისა მისისაჲთა, არამედ პირისპირცა ხილვითა მისითა განიხარონ. ხოლო ვინაჲთგან მარადის ზრუნვაჲ აქუნდა მოწაფეთაჲ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჟამს-იგი თქუენ განიხაროთ ხილვითა მისითა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მე უჭუვარ-რე ვიყო. ესე იგი არს, მცირედ მელხინოს მჭმუნვარებისაგან და ზრუნვისა, რომელი მაქუს თქუენთჳს სამარადისოდ.

მოციქულისაჲ: შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით, რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია (2,29-30).

თარგმანი: ვინაჲთგან გზისა საქმე ღმერთსა მიანდო, ამისთჳს წარვლენილისა, ვითარცა აწვე მისრულისა, შეწყნარებად აწუევს უფლისა მიერითა ძალითა, და განმხიარულებად მისლვისა მისისათჳს. ხოლო პატიოსნად პყრობად მისსა აწუევს, ვითარცა გამოცდილსა ახოვნებითა, რომელმან სიყუარულისათჳს ქრისტესისა არა ხოლო გზისა ჭირი თავს-იდვა ფილიპიაჲთ ჰრომედმდე, არამედ მუნვე ჰრომს ჟამსა მას ოდეს სიკუდილი მოსალოდებელ იყო, ყოვლისათჳს, რომელმან ჰმსახუროს პავლეს პყრობილობასა მას შინა, ანუთუ ეზრახოს მას, ყოველივე შიში შეურაცხ-ყო და კადნიერებით ჰმსახურა მას მირთუმითა საჴმრისაჲთა, და სიკუდილადმდე დადგრომითა მის თანა განსაცდელთა მიმართ მზა ყოფისათჳს.

მოციქულისაჲ: წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი ეგე დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ (2,30).

თარგმანი: ესე არს წინა-დაპყრობაჲ, რაჟამს კაცმან წინა-განმზადებით სული თჳსი დადვას დაპყრობად განსაცდელსა ყოველსა, რაჲცა რაჲ შეემთხჳოს მას ღმრთისათჳს, და ამისდა ყოფად თანამდებ იყვნეს ფილიპელნი პავლესთჳს, ვითარცა მოწაფენი მოძღურისათჳს. და მათ ყოველთა თანანადები აღავსო მათგან წარვლინებულმან ეპაფროდიტე, რამეთუ თჳთ ნებსით სიკუდიდ განსცა თავი თჳსი, დაღაცათუ ღმერთმან დაიცვა იგი ზეშთა ყოვლისა სასოებისა.