თარგმანი: ვინაჲთგან გზისა საქმე ღმერთსა მიანდო, ამისთჳს წარვლენილისა, ვითარცა აწვე მისრულისა, შეწყნარებად აწუევს უფლისა მიერითა ძალითა, და განმხიარულებად მისლვისა მისისათჳს. ხოლო პატიოსნად პყრობად მისსა აწუევს, ვითარცა გამოცდილსა ახოვნებითა, რომელმან სიყუარულისათჳს ქრისტესისა არა ხოლო გზისა ჭირი თავს-იდვა ფილიპიაჲთ ჰრომედმდე, არამედ მუნვე ჰრომს ჟამსა მას ოდეს სიკუდილი მოსალოდებელ იყო, ყოვლისათჳს, რომელმან ჰმსახუროს პავლეს პყრობილობასა მას შინა, ანუთუ ეზრახოს მას, ყოველივე შიში შეურაცხ-ყო და კადნიერებით ჰმსახურა მას მირთუმითა საჴმრისაჲთა, და სიკუდილადმდე დადგრომითა მის თანა განსაცდელთა მიმართ მზა ყოფისათჳს.
ფილიპელთა მიმართ 2:29
28. მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო.29. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით,30. რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2