თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა წარმართთაგანი ვიყავ, წინადაუცუეთელი, სთქუმცა, ვითარმედ: მით მმაგებელ ვარ წინადაცუეთისა, რამეთუ მე თჳთ არა მაქუს იგი; არამედ აწ, ოდეს მე თჳთ, რომელსა-ესე მაქუს ჴორცთაგან სასოებაჲ, რომელ არს რეცა სიქადული ჴორციელსა მას ზედა აზნაურებასა წინადაცუეთისასა, შეურაცხ-ვჰყოფ და არღარა ვესავ ჴორცთასა მას წინადაცუეთასა, რომელი არარაჲ იყო. ცანთ, რამეთუ არა ვითარცა უღონოჲ მისგან, ვსძაგებ მას, არამედ ვითარცა მქონებელი მისი და გამოცდილებით მეცნიერი, წინა-დაგიდებ ურგებობასა მისსა და ვიტყჳ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უკუეთუ ვინმე სხუაჲ ჰგონებს სასოებად ჴორცითა, მე — უფროჲსღა. ესე იგი არს, ვითარმედ: "უკუეთუ ვისმე სხუასა ჰგონიეს არად საგონებელი იგი, არცა რად შესარაცხელი ქონებაჲ ჴორცთა წინადაცუეთილებისა მიერისა მის აზნაურებისაჲ, ესე თჳთ მე უფროჲს მისსა მაქუს". იხილე, ვითარ არა სახელ-სდებს მქონებელსა ამისსა, რაჲთა არა სახელდებულად მხილებითა უურცხჳნოეს ყოს იგი.
ფილიპელთა მიმართ 3:4
3. რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ,4. და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა:5. წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი,
ფილიპელთა მიმართ თავი 3